თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Platinum ან განახლებული საკრედიტო ერთგული Visa Platinum / Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature* სადებეტო ბარათების მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ წვდომა 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯზე, ფიზიკური ბარათის წარდგენის გარეშე, თიბისის მობაილბანკის ან Visa Airport Companion აპლიკაციის მეშვეობით.
უფასო ვიზიტის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი კონცეპტ Visa ბარათით ვიზიტის წინა 35 დღის განმავლობაში** განხორციელებულ ჯამურ ხარჯვაზე:
სადებეტო Visa Platinum და განახლებული საკრედიტო ერთგული Visa Platinum ბარათის მფლობელები ისარგებლებენ წლის განმავლობაში ლაუნჯში უფასო ვიზიტით მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Signature სადებეტო ბარათების მფლობელები მაქსიმუმ 10-ჯერ, მინ. 1500 ლარის ხარჯვის შემთხვევაში;
სადებეტო Visa Platinum და განახლებული საკრედიტო ერთგული Visa Platinum ბარათის / Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature სადებეტო ბარათების მფლობელები წლის განმავლობაში ისარგებლებენ ლაუნჯში ულიმიტო უფასო ვიზიტებით, მინ. 5000 ლარის ხარჯვის შემთხვევაში;
სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელები ისარგებლებენ აეროპორტის ლაუნჯებში წელიწადში 30 უფასო ვიზიტით ხარჯვის ლიმიტის შემოწმების გარეშე. ლიმიტი მოიცავს ბარათის მფლობელის და თითო ვიზიტზე მაქს. 4 თანმხლები პირის ლაუნჯში შეყვანის შესაძლებლობას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯზე წვდომის დეტალების შესახებ ეწვიეთ ბმულს.
თიბისის მობაილბანკში ლაუნჯზე წვდომის მიღება:
ეწვიეთ მობაილბანკს და მთავარ გვერდზე აირჩიეთ "შეთავაზებები";
შეთავაზებების გვერდზე აირჩიეთ "სამოგზაურო უპირატესობები";
სამოგზაურო უპირატესობების გვერდზე აირჩიეთ თბილისის ან საერთაშორისო ლაუნჯები და უშუალოდ ვიზიტისას, მოცემული გვერდიდან დააგენერირეთ QR კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოთ აეროპორტის თანამშრომელს.
მობაილბანკში ასევე შეძლებთ როგორც მიმდინარე ხელმისაწვდომი ვიზიტების რაოდენობის გადამოწმებას, ასევე თქვენი ვიზიტების ისტორიისა და ხელმისაწვდომი აეროპორტების/ლაუნჯების ნახვას. გთხოვთ, ლაუნჯში ვიზიტამდე გადაამოწმოთ კონკრეტული ლაუნჯის წესები და პირობები.
Visa Airport Companion აპლიკაციით წვდომის მიღება:
მოგზაურობის დაწყებამდე ჩამოტვირთეთ აპლიკაცია App Store ან Google Play Store-იდან;
დაარეგისტრირეთ თქვენი სადებეტო Visa Platinum ან განახლებული საკრედიტო ერთგული Visa Platinum /Visa Signature სადებეტო /სამოგზაურო Visa Signature ბარათები აპლიკაციაში;
აარჩიეთ სასურველი ლაუნჯი და იპოვეთ "walk-in" ღილაკზე დაჭერით;
გაეცანით ლაუნჯის მომსახურების წესებსა და პირობებს;
დააჭირეთ „Membership” ღილაკს ციფრული წვდომის მისაღებად, წარუდგინეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს.
*სამოგზაურო Visa Signature ბარათი ხელმისაწდომია მხოლოდ კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის;
**მოცემული 35 დღიდან ბოლო 5 დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციები დათვლაში არ მონაწილეობს. ხარჯვის კრიტერიუმის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ხდება წინა ვიზიტებისას გამომუშავებული უფასო ლიმიტის შენარჩუნება.
Visa-ს სერვისი აეროპორტების ბიზნეს ლაუნჯებით სარგებლობის შესახებ წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობის პირობებს ცალმხრივად განსაზღვრავს და/ან ცვლის Visa.
შეთავაზება ძალაშია 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ხშირად დასმული შეკითხვები
შესაბამისი ბარათები
chevron-down-outlined2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa Airport Companion (VAC) უზრუნველყოფს წვდომას პროგრამაში მონაწილე აეროპორტის ლაუნჯებზე შემდეგი სადებეტო ბარათების მფლობელებისთვის:
Visa Platinum
Visa Platinum Business
Visa Signature
Visa Signature Travel Card
Visa Signature Business
Visa Infinite
როგორ ვიპოვო პროგრამაში მონაწილე ლაუნჯები აეროპორტში?
chevron-down-outlinedაპლიკაციის Explore ნაწილში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევით. მთავარი გვერდი ასევე შეიცავს სწრაფ ბმულს, რომელიც გადაგიყვანთ ლაუნჯების ჩამონათვალზე.
შეიძლება ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა? აუცილებელია მათთან ერთად ვმოგზაურობდე?
chevron-down-outlinedდიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/ები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენი დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.
რატომ მითხრეს უარი ლაუნჯში შესვლაზე?
chevron-down-outlinedთუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ VAC აპლიკაციით და შეამოწმოთ სხვა ლაუნჯები.
რა შედის ჩემს საწევროში?
chevron-down-outlinedთქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ How it Works სექცია აპლიკაციის Membership სექციაში და ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს მოიცავს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიტები შეიძლება განსხვავდებოდეს ბარათის მფლობელების მიხედვით, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესი იქნება თუ აპლიკაციაში გადაამოწმებთ.
ჩემი LoungeKey/Priority Pass საწევრო კვლავ იმუშავებს? ისევ შემიძლია LoungeKey აპლიკაციით სარგებლობა?
chevron-down-outlined2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.
როგორ ვნახო ჩემი საწევროს დეტალები რეგისტრაციის შემდეგ? როგორ გავიგო რამდენი ვიზიტის უფლება მაქვს?
chevron-down-outlinedსაწევროს დეტალების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციის Membership სექციაშია, რომელიც მენიუს ქვედა ნაწილშია მოთავსებული. ციფრული საწევროს დეტალები (ლაუნჯის ვიზიტები) წარმოდგენილია როგორც მთავარ, ისე Membership სექციებში.
როგორ მივიღო მაქსიმალური რაოდენობის უფასო ვიზიტების გამოყენების უფლება?
chevron-down-outlinedსამოგზაურო Visa Signature გაძლევთ შესაძლებლობას ხარჯვის ლიმიტის დაკმაყოფილების გარეშე ისარგებლოთ ლაუნჯში უფასო ვიზიტებით თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის. Visa Signature და Visa Platinum ბარათების შემთხვევაში უფასო ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული ბარათით უშუალოდ ვიზიტის განხორციელებამდე 35 დღის მანძილზე დახარჯულ თანხაზე. უფასო ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული ბარათით უშუალოდ ვიზიტის განხორციელებამდე 35 დღის მანძილზე დახარჯულ თანხაზე. Მაგ. Თუკი თქვენ სარგებლობთ VISA Signature ბარათით და ლაუნჯში ყოველ ვიზიტამდე წინა 35 დღის მანძილზე ხარჯავთ მინ. 1500 ლარს, აპლიკაციაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ უფასო შესვლის ოფცია წელიწადში მაქსიმუმ 10-ჯერ. თუკი ერთ-ერთი ვიზიტის წინა 35 დღის პერიოდში არ გექნებათ მინიმუმ 1500 ლარის დანახარჯი, ლაუნჯში უფასო ვიზიტი არ გაგიაქტიურდებათ, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა წლიური 10 ვიზიტის ლიმიტი ჯერ არ ამოგიწურავთ. 10 უფასო ვიზიტის ამოწურვის შემდეგ, ლაუნჯში უფასო შესვლა გაგიაქტიურდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს დანახარჯს გაზრდით მინ. 5000 ლარამდე. Თუკი უშუალოდ ვიზიტის განხორციელებამდე 35 დღის მანძილზე გაწეული დანახარჯი მუდმივად იქნება მინ. 5000 ლარი, თქვენ ლაუნჯში ყოველი ვიზიტისას გაგიაქტიურდებათ უფასოდ შესვლის შესაძლებლობა.
Ხელმისაწვდომი ვიზიტების რაოდენობას ჯამურად ვნახავ აპლიკაციაში რეგისტრირებულ ბარათებზე თუ თითოეული ბარათისთვის ცალ-ცალკე ?
chevron-down-outlinedᲮელმისაწვდომი უფასო ვიზიტების ნახვას აპლიკაციაში შეძლებთ მასში რეგისტრირებული თითოეული ბარათის ჭრილში. Შესაბამისად, QR კოდი-ის დაგენერირებაც მოხდება თითოეული ბარათისთვის ცალ-ცალკე.
როგორ შევიდე ლაუნჯებში?
chevron-down-outlinedწარუდგინეთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ ვიზიტები ხელმისაწვდომია, ავტომატურად ჩამოგაკლდებათ ხელმისაწვდომი რაოდენობიდან. თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით.
შემიძლია ვისარგებლო ფიზიკური ბარათით ლაუნჯში შესასვლელად?
chevron-down-outlinedVisa Airport Companion წარმოადგენს სრულიად ციფრულ აპლიკაციას. თქვენ შეძლებთ ლაუნჯში შესვლას მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენი საწევროს QR კოდის წარდგენით.
მიჭირს აპლიკაციაში დარეგისტრირება ან ჩემს ანგარიშზე შესვლა.
chevron-down-outlinedთუ გაქვთ დარეგისტრირების პრობლემა, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ გაქვთ აპლიკაციაში ანგარიშზე შესვლის პრობლემა, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა დახმარების ცენტრს login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.