თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მობაილბანკში სიახლეა. მარტივად გაეცანით აქტიურ გამოწერებსა და ონლაინ პლატფორმებს, სადაც თქვენი თიბისი Visa ბარათია დამატებული.
„გამოწერების“ სანახავად ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი Visa ბარათი და აღმოაჩინეთ ახალი ფუნქციონალი.
ფუნქციონალი დაგეხმარებათ მარტივად იხილოთ ბარათთან დაკავშირებული აქტიური გამოწერები და ონლაინ პლატფორმები, უკეთ მართოთ თქვენი ხარჯები და აკონტროლოთ განმეორებითი გადახდები.