ისარგებლეთ გამორჩეული პრივილეგიებით ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
თიბისი კონცეპტის Visa პრემიუმ ბარათებით შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ Visa-ს მხარდაჭერით შექმნილი ბიზნეს ლაუნჯისა და Fast Track-ის სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ბიზნეს ლაუნჯში ასევე წარმოდგენილია თიბისი კონცეპტის სივრცე, რათა გაფრენამდე დრო თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატაროთ.
ხელმისაწვდომი ვიზიტები:
კონცეპტ Visa Platinum - წელიწადში 6 წვდომა, ჯამურად ლაუნჯსა და Fast Track-ზე (დღეში მაქსიმუმ 2 ვიზიტი)
კონცეპტ Visa Signature - წელიწადში 10 წვდომა, ჯამურად ლაუნჯსა და Fast Track-ზე (დღეში მაქსიმუმ 2 ვიზიტი)
Miles&Smiles კონცეპტ Visa Signature - წელიწადში 20 წვდომა, ჯამურად ლაუნჯსა და Fast Track-ზე (დღეში მაქსიმუმ 4 ვიზიტი)
ვიზიტებით სარგებლობა შესაძლებელია თქვენს ბარათზე არსებული ხარჯვის ლიმიტის შემოწმების გარეშე.
გამოყენების წესები:
სერვისით სარგებლობისას დააფიქსირეთ თქვენი კონცეპტ Visa ბარათი POS ტერმინალზე Fast Track გასასვლელთან ან/და ლაუნჯის შესასვლელში. შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ისე Wallet ში დამატებული ბარათებით სარგებლობა Apple Pay ან Google Pay-ს საშუალებით.