ისარგებლეთ Fast Track მომსახურებით თიბისი კონცეპტის Visa Platinum, Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature ბარათების საშუალებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში:
თიბისი კონცეპტის Visa Platinum ბარათის მფლობელებისთვის Fast Track-ის სერვისი ხელმისაწვდომია წელიწადში 2-ჯერ უფასოდ;
Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის 4-ჯერ უფასოდ;
სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის 30-ჯერ უფასოდ და მოიცავს ბარათის მფლობელს + 4 თანმხლებ პირს თითო ვიზიტზე;
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც გაფრენის, ასევე ჩამოფრენის შემთხვევაში Fast Track გასასვლელთან ფიზიკური ან ციფრული ბარათი POS ტერმინალზე დაფიქსირებით.
სხვა საერთაშორისო აეროპორტები:
ევროპისა და თურქეთის კონკრეტულ აეროპორტებში Fast Track International სერვისით:
Visa Signature ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, წელიწადში 10-ჯერ უფასოდ ისარგებლონ
სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებს კი 30-ჯერ, რაც მოიცავს ბარათის მფლობელს + 4 თანმხლებ პირს თითო ვიზიტზე.
საზღვარგარეთ საერთაშორისო აეროპორტებში სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც თიბისის მობაილბანკში (სამოგზაურო შეთავაზებების გვერდზე), ასევე TBC Concept x VISA Concierge ჩატბოტით დაგენერირებული QR კოდის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაცია International FastTrack სერვისზე:
QR კოდის დაგენერირება შესაძლებელია წინასწარ, რეისამდე ნებისმიერი პერიოდით ადრე, მაგრამ იგი ვალიდურია მხოლოდ თქვენ მიერ მითითებული კონკრეტული რეისისთვის და მოქმედებს მხოლოდ რეისის გაფრენის ან ჩამოფრენის დღეს;
დაგენერირებული QR კოდის გამოყენება შესაძლებელია შესაბამის აეროპორტში განთავსებულ ვერიფიკაციის მოწყობილობაზე, რაც საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ რიგებს და სწრაფად გაიაროთ პასპორტის თუ უსაფრთხოების კონტროლი;
QR კოდის გამოყენებით სერვისის მიღება თქვენთან ერთად დამატებით შეუძლია 2-წლამდე ასაკის მხოლოდ 2 ბავშვს. ყველა სხვა შემთხვევაში, აუცილებელია, თამხლები პირი ფლობდეს უნიკალურ QR კოდს;
დაგენერირებული და გამოუყენებელი QR კოდი გამოაკლდება წლის განმავლობაში განსაზღვრული ლიმიტს.
Fast track-ის სერვისის გამოყენების წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს აეროპორტების მიხედვით. თითოეული აეროპორტის ჭრილში დეტალურ ინსტრუქციასა და წესებს მიიღებთ Fast track-ის სერვისზე რეგისტრაციის დასასრულს. ხელმისაწვდომი აეროპორტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სამოგზაურო Visa Signature ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის.
შეთავაზება ძალაშია 2026 წლის 30 სექტემბრამდე.