თიბისი კონცეპტის Visa Platinum/Signature/სამოგზაურო Visa Signature* სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ წვდომა 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯზე, ფიზიკური ბარათის წარდგენის გარეშე, თიბისის მობაილბანკის ან Visa Airport Companion აპლიკაციის მეშვეობით.
უფასო ვიზიტის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი Visa ბარათით ვიზიტის წინა 35 დღის განმავლობაში** განხორციელებულ ჯამურ ხარჯვაზე:
Visa Platinum სადებეტო ბარათის მფლობელები ისარგებლებენ წლის განმავლობაში ლაუნჯში უფასო ვიზიტით მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Signature სადებეტო ბარათების მფლობელები მაქსიმუმ 10-ჯერ, მინ. 1500 ლარის ხარჯვის შემთხვევაში.
Visa Platinum/ Visa Signature/სამოგზაურო Visa Signature სადებეტო ბარათის მფლობელები წლის განმავლობაში ისარგებლებენ ლაუნჯში ულიმიტო უფასო ვიზიტებით, მინ. 5000 ლარის ხარჯვის შემთხვევაში;
გაითვალისწინეთ, Visa Platinum ბარათის მფლობელები ხარჯვის შედეგად გამომუშავებული უფასო ვიზიტებიდან, 24 საათის განმავლობაში, შეძლებთ მხოლოდ 1 უფასო ვიზიტით სარგებლობას.
სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელები ისარგებლებენ აეროპორტის ლაუნჯებში წელიწადში 30 უფასო ვიზიტით ხარჯვის ლიმიტის შემოწმების გარეშე. ლიმიტი მოიცავს ბარათის მფლობელის და თითო ვიზიტზე მაქს. 4 თანმხლები პირის ლაუნჯში შეყვანის შესაძლებლობას.
თიბისის მობაილბანკში ლაუნჯზე წვდომის მიღება:
ეწვიეთ მობაილბანკს და მთავარ გვერდზე აირჩიეთ "შეთავაზებები";
შეთავაზებების გვერდზე აირჩიეთ "სამოგზაურო უპირატესობები";
სამოგზაურო უპირატესობების გვერდზე აირჩიეთ თბილისის ან საერთაშორისო ლაუნჯები და უშუალოდ ვიზიტისას, მოცემული გვერდიდან დააგენერირეთ QR კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოთ აეროპორტის თანამშრომელს.
მობაილბანკში ასევე შეძლებთ როგორც მიმდინარე ხელმისაწვდომი ვიზიტების რაოდენობის გადამოწმებას, ასევე თქვენი ვიზიტების ისტორიისა და ხელმისაწვდომი აეროპორტების/ლაუნჯების ნახვას.
Visa Airport Companion აპლიკაციით წვდომის მიღება:
მოგზაურობის დაწყებამდე ჩამოტვირთეთ აპლიკაცია App Store ან Google Play Store-იდან;
დაარეგისტრირეთ თქვენი Visa Platinum/Visa Signature/სამოგზაურო Visa Signature სადებეტო ბარათები აპლიკაციაში;
აარჩიეთ სასურველი ლაუნჯი და იპოვეთ "walk-in" ღილაკზე დაჭერით;
დააჭირეთ „Membership” ღილაკს ციფრული წვდომის მისაღებად, წარუდგინეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს.
*სამოგზაურო Visa Signature ბარათი ხელმისაწდომია მხოლოდ კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის;
**მოცემული 35 დღიდან ბოლო 5 დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციები დათვლაში არ მონაწილეობს. ხარჯვის კრიტერიუმის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ხდება წინა ვიზიტებისას გამომუშავებული უფასო ლიმიტის შენარჩუნება.
Visa-ს სერვისი აეროპორტების ბიზნეს ლაუნჯებით სარგებლობის შესახებ წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობის პირობებს ცალმხრივად განსაზღვრავს და/ან ცვლის Visa.
შეთავაზება ძალაშია 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ხშირად დასმული შეკითხვები
შესაბამისი ბარათები
chevron-down-outlinedროგორ ვიპოვო პროგრამაში მონაწილე ლაუნჯები აეროპორტში?
chevron-down-outlinedშეიძლება ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა? აუცილებელია მათთან ერთად ვმოგზაურობდე?
chevron-down-outlinedრატომ მითხრეს უარი ლაუნჯში შესვლაზე?
chevron-down-outlinedრა შედის ჩემს საწევროში?
chevron-down-outlinedჩემი LoungeKey/Priority Pass საწევრო კვლავ იმუშავებს? ისევ შემიძლია LoungeKey აპლიკაციით სარგებლობა?
chevron-down-outlinedროგორ ვნახო ჩემი საწევროს დეტალები რეგისტრაციის შემდეგ? როგორ გავიგო რამდენი ვიზიტის უფლება მაქვს?
chevron-down-outlinedროგორ მივიღო მაქსიმალური რაოდენობის უფასო ვიზიტების გამოყენების უფლება?
chevron-down-outlinedᲮელმისაწვდომი ვიზიტების რაოდენობას ჯამურად ვნახავ აპლიკაციაში რეგისტრირებულ ბარათებზე თუ თითოეული ბარათისთვის ცალ-ცალკე ?
chevron-down-outlinedროგორ შევიდე ლაუნჯებში?
chevron-down-outlinedშემიძლია ვისარგებლო ფიზიკური ბარათით ლაუნჯში შესასვლელად?
chevron-down-outlinedმიჭირს აპლიკაციაში დარეგისტრირება ან ჩემს ანგარიშზე შესვლა.
chevron-down-outlined