pexels-life-of-pix-7974 1

Miles&Smiles -ის ყველა მომხმარებელს აქვს უნიკალური ნომერი- TK ნომერი, რომელთანაც დაკავშირებულია მომხმარებლის პირადი ანგარიში, სადაც ხდება მილების დაგროვება. პროგრამის მომხმარებელს პირად ანგარიშზე წვდომა აქვს ავიაკომპანიის ვებგვერდიდან და მობილური აპლიკაციიდან.

მნიშვნელოვანია, ანგარიშის რეგისტრაციისას სწორად იყოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონი). ასევე მნიშვნელოვანია სისტემაში შესასვლელი PIN CODE -ის დამახსოვრებაც.

დაგროვილი მილებით შესაძლებელია თურქეთის ავიახაზების სასაჩუქრე ბილეთების (ე.წ. Award Ticket) და ისეთი სერვისების შეძენა, როგორიცაა: მომსახურების კლასის გაუმჯობესება (Upgrade), ბარგის და შერჩეული ადგილის ღირებულების გადახდა, ბილეთის ფასის დაფიქსირება და სხვა. ასევე, შესაძლებელია Shop&Miles პლატფორმაზე ნივთების და სერვისების შეძენაც.

დამატებითი განმარტება

Miles&Smiles ლოიალურობის პროგრამა და დარიცხული მილები წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში და მილებით სარგებლობისას, შესაბამის მომსახურებას გაგიწევთ Turkish Airlines(შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია თავად კომპანია. კომპანიის მიერ დადგენილი წესები და პირობები ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე

თურქეთის ავიახაზებითა და პარტნიორი ავიაკომპანიებით ფრენისას მილების დაგროვება-გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ თურქეთის ავიახაზების თბილისის ოფისს:

Email: tbssales@thy.com

T +995 234 0 849 / +995 264 0 849

ან 24/7 ცხელ ხაზს +995 706 001 111.*

*ცხელ ხაზთან დაკავშირება უფასოა და მომსახურების მიღება ხდება ინგლისურ ენაზე.

Miles&Smiles პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის, მათ შორის პირადი მონაცემების ცვლილების შესახებ, შეგიძლიათ მიმართოთ ავიაკომპანიას სპეციალური განაცხადის ფორმის „Feedback form” საშუალებით.

მილების კატეგორიები

chevron-down-outlined

Miles&Smiles პროგრამის საფეხურები

chevron-down-outlined

მილების შეძენა

chevron-down-outlined

მილების მოქმედების ვადის გახანგრძლივება

chevron-down-outlined

ვადაგასული მილების აქტივაცია

chevron-down-outlined

მილების ჩუქება

chevron-down-outlined