ფიშინგის რისკები

concept chatbot phishing

რა არის ფიშინგი?

ფიშინგი არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით მსხვერპლის საბანკო ბარათის ან სხვა სენსიტიური მონაცემის მოპოვება.

ფიშინგ შეტევის გავრცელებული ფორმაა თაღლითური შეტყობინებების გაგზავნა ელფოსტაზე, სოციალურ ქსელებში ან სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე.

ასეთი ტიპის შეტყობინება ხშირად ჰგავს ისეთ სანდრო წყაროსგან გავრცელებულ ინფორმაციას, როგორიც შეიძლება იყოს ბანკი ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთანაც გაქვთ ურთიერთობა.

ფიშინგ შეტყობინება, ხშირ შემთხვევაში, სასწრაფო შინაარსის შეტყობინებაა, სადაც ინტეგრირებულ ბმულზე გადასვლის ან ფაილის გახსნის შედეგად, თქვენგან სხვადასხვა სენსიტიურ ინფორმაციას ითხოვენ (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა).

VISA CONCIERGE xTBC CONCEPT ჩატ-ბოტის გამოყენებისას ფიშინგის რისკებისგან თავის დასაცავად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • VISA-ს კონსიერჟი თავად არასდროს დაიწყებს თქვენთან კომუნიკაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაგიბრუნებთ პასუხს დასმულ შეკითხვასა ან დაფიქსირებულ მოთხოვნაზე.

  • VISA-ს კონსიერჟი ბარათის მონაცემების შესაყვანად გადახდის ბმულს გამოგიგზავნით მხოლოდ მოთხოვნილი სერვისის ღირებულების გადახდის საჭიროების შემთხვევაში.

  • საინფორმაციო სახის მოთხოვნის ან მხოლოდ დაჯავშნის შემთხვევაში, VISA-ს კონსიერჟი არ გამოგიგზავნით გადახდის ბმულს ბარათის მონაცემების შესაყვანად.

  • VISA-ს კონსიერჟი დაგეკონტაქტებათ მხოლოდ რეგისტრაციისას თქვენს მიერ არჩეულ ენაზე, თუკი თქვენ არ მოთხოვთ სხვა ენაზე კომუნიკაციას.

  • ყოველთვის დააკვირდით VISA-ს კონსიერჟის მიერ გამოგზავნილ ბმულს, რომელზეც უნდა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები. გახსოვდეთ - ერთადერთი ბმული რომელზეც კონსიერჟი ბარათის მონაცემების შეყვანას მოგთხოვთ, იქნება - buy.stripe.com

  • ჩატ-ბოტში ხელმისაწვდომი სერვისების შესაძენად თუ შეთავაზებებით სარგებლობისთვის, ბარათის მონაცემების შეყვანა შესაძლოა მოგიწიოთ მხოლოდ შემდეგ ბმულებზე:

  • ბარათის მონაცემების შეყვანამდე, ყოველთვის დარწმუნდით, რომ იმყოფებით სწორ ვებგვერდზე. VISA-ს კონსიერჟისგან პერიოდულად მიიღებთ ფიშინგისგან თავდაცვისთვის საჭირო რეკომენდაციებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ და გაითვალისწინოთ ისინი.

  • საეჭვო ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინეთ ბანკის წარმომადგენელს. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას.