თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ შემდეგი საკრედიტო მომსახურებები დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე:
მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი სესხი;
შეავსოთ საკრედიტო (ერთგული) ბარათის განაცხადი ან შეცვალოთ ლიმიტი;
შეიტანოთ ცვლილება არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში.
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი, დაიმტკიცოთ და გაიაქტიუროთ სწრაფი სამომხმარებლო სესხი პირდაპირ მობაილბანკიდან.
საკრედიტო განაცხადების შევსება შესაძლებელია:
კონცეპტ ცენტრში დარეკვით *2700;
ციფრული ბანკის შეტყობინებით;
ონლაინ პორტალზე მოთხოვნით:
არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში შესაძლებელია შემდეგი სახის ცვლილებების შეტანა:
სესხის გადახდის თარიღის ცვლილება;
სესხის დაფარვის ანგარიშის ცვლილება;
ოფსეტის ჩართვა და გამორთვა;
ნებისმიერი ცვლილება, გარდა გირავნობის/თავდებობის წარმოშობის, ცვლილების ან შეწყვეტისა.