თიბისი დაზღვევის სამოგზაურო ნაკრები დაგიფინანსებთ ისეთ აუცილებელ ხარჯებს, როგორიცაა:
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯები
უბედური შემთხვევის ან მოულოდნელი ავადმყოფობის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ადგილზე გაწეული მომსახურების ან/და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯები.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ხარჯები
სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ხარჯები, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულის 1 საწოლ/დღეზე ნაკლები დროით დაყოვნებას.
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები
სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ხარჯები, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულის 1 საწოლ/დღეზე მეტი დროით დაყოვნებას.
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებისას რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯები
ჯანმრთელობის მწვავე მოშლის დროს, მათ შორის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო ჩვენებისას სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ ან/და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დიაგნოსტიკის კონსერვატიული მკურნალობის, მოვლის და დაყოვნების ხარჯები.
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებისას ქირურგიული მკურნალობის ხარჯები
ჯანმრთელობის მწვავე მოშლის დროს, სამედიცინო ჩვენებისას, ქირურგიული მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის ხარჯები.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება
ლიცენზირებული სტომატოლოგის მიერ ჩატარებული კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩების ან/და კბილის გადაუდებელი ექსტრაქცია.
გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება
თვალის ტრავმული დაზიანების შემთხვევაში, დაზღვეულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
REDMED-ის ვიდეო/აუდიო კონსულტაცია
რედმედის მობილური აპლიკაციით ან ვებგვერდზე redmed.ge, ჯანმრთელობის პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სპეციალობის ექიმის ვიდეო ან აუდიო რჩევა.
სამედიცინო ევაკუაცია და 1 თანმხლები პირის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები
სამედიცინო პერსონალის თანხლებით (ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში) დაზღვეულის ევაკუაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული სამკურნალო დაწესებულებიდან თბილისის/ქუთაისის აეროპორტამდე ან საქართველოს უახლოეს სასაზღვრო გამტარ პუნქტამდე.
მოგზაურობის განმავლობაში უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის შედეგად დაზღვეულის გარდაცვალებისას, ცხედრის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეპატრიაციის ან ადგილობრივი დაკრძალვის ხარჯები.
სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე