თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, თქვენს ბარათით შესრულებული ხარჯვის მიხედვით, ისარგებლოთ LoungeKey-ის -1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯებში უფასო ვიზიტით.
უფასო ვიზიტით სარგებლობა დამოკიდებულია თქვენი Mastercard World Elite ბარათით ლაუნჯში ვიზიტის წინა 35 დღის განმავლობაში განხორციელებულ ჯამურ ხარჯვაზე.
მინ. 1500 ლარის ხარჯვის შემთხვევაში, ისარგებლებთ ლაუნჯში უფასო შესვლით, წელიწადში მაქსიმუმ 10-ჯერ.
ხარჯვის კრიტერიუმის დაკმაყოფილება საჭიროა ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინა 35 დღის მანძილზე (ლაუნჯში ვიზიტის დღეს და წინა 5 სამუშაო დღეს შესრულებული ტრანზაქციები არ მონაწილეობს დათვლაში) კრიტერიუმის ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ ხდება წინა ვიზიტებისას გამომუშავებული უფასო ლიმიტის შენარჩუნება.
აეროპორტების ჩამონათვალის, ლაუნჯებზე წვდომისა და ხელმისაწვდომი ვიზიტების შესახებ ინფორმაციას გაეცანით მობილურ აპლიკაციაში: Mastercard Airport Experiences (App Store & Play Store) ან ვებ-გვერდზე.
გთხოვთ, ლაუნჯში ვიზიტამდე გადაამოწმოთ კონკრეტული ლაუნჯის წესები და პირობები.
ლაუნჯში შესვლა შესაძლებელია როგორც თქვენი ფიზიკური ბარათით, ისე Mastercard Airport Experiences აპლიკაციაში რეგისტრირებულ ბარათზე დაგენერირებული QR კოდის მეშვეობით.
შეთავაზება ვრცელდება ბარათის მფლობელზე და შეთავაზების სარგებლობისთვის აუცილებელია ბარათი იყოს აქტიური და ანგარიშზე ნაშთი შეადგენდეს მინიმუმ 1 აშშ დოლარს.
Welcome Period
2025 წლის 4 ივნისის შემდეგ გაცემულ ახალ ბარათებზე მოქმედებს “Welcome Period”, რომელიც აქტიურია ბარათის გაცემის მომდევნო დღიდან (მაქს. 24 საათში) 35 კალენდარული დღის მანძილზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ლაუნჯებში უფასო ვიზიტით ხარჯვის კრიტერიუმის შემოწმების გარეშე.
“Welcome Period“-ის განმავლობაში გამოყენებული უფასო ვიზიტები გამოაკლდება ჯამური ვიზიტების რაოდენობას.
ბარათით ხარჯვაში არ გაითვალისწინება შემდეგი საბარათე ტრანზაქციები:
ლაუნჯში ვიზიტის დღეს და წინა 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციები.
შეძენები, რომლებიც შემდგომში დაბრუნებულია ან ანაზღაურებულია;
ნებისმიერი ნაღდი ფულით შეძენა, მათ შორის თანხის განაღდება
ბარათიდან ბარათზე გადარიცხვები;
სხვა: შენაძენები ქვითრებით, სადაზღვევო პრემიები, პროცენტი, ნებისმიერი სახის საკომისიოები ან გადასახადები, მოგზაურობის ქვითრები, ნებისმიერი სახის აზარტული თამაში (მათ შორის, გადახდები პრიზის მოგების შემთხვევაში) და სხვა.
Mastercard-ის სერვისი აეროპორტების ბიზნეს ლაუნჯებით სარგებლობის შესახებ წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობის პირობებს ცალმხრივად განსაზღვრავს და/ან ცვლის Mastercard.
ხშირად დასმული შეკითხვები
რამდენი დარბაზი შედის LoungeKey პროგრამაში? რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში?
chevron-down-outlinedLounge Key 1200-ზე მეტ ბიზნეს ლაუნჯ ზონას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.
როგორ ვიპოვოთ LoungeKey დარბაზი?
chevron-down-outlinedჩვეულებრივ, ყველა აეროპორტში არის აბრები, ბიზნეს ლაუნჯთან მისასვლელი გზის გასარკვევად. ყველა მონაწილე ლაუნჯზე მონიშნულია LoungeKey ლოგო. ლაუნჯების მოძიება წინასწარ ქალაქების და აეროპორტების მიხედვით ასევე შესაძლებელია ზემოთ მითითებულ ბმულებზე.
რა მომსახურებას გვთავაზობს LoungeKey ლაუნჯები?
chevron-down-outlinedმომსახურების სპექტრი შეიძლება განსხვავდებოდეს ლაუნჯების მიხედვით, ძირითადად მომსახურება გულისხმობს:
კომფორტული მოსაცდელი ადგილები;
ინტერნეტი (WiFi);
ტელევიზია;
მსუბუქი სასმელები;
წასახემსებელი საკვები;
კონკრეტული აეროპორტის შესაბამისი ლაუნჯის მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი განთავსებულია ზემოთ მითითებულ ბმულებზე.
როგორ ხდება შესვლა ბიზნეს დარბაზში?
chevron-down-outlinedLoungeKey ბიზნეს ლაუნჯში შესასვლელად მომხმარებელმა ფიზიკურად უნდა წარადგინოს მის სახელზე გაცემული Mastercard World Elite ბარათი. ბარათი უნდა იყოს აქტიური და ნაშთი ანგარიშზე უნდა შეადგენდეს მინ. 1 აშშ. დოლარს, რომელიც დაიბლოკება ტერმინალზე გატარებისას და ავტომატურად მოიხსნება მაქს. 1 თვის განმავლობაში.
ბარათის მფლობელის გარდა ვინმეს შეუძლია დარბაზში შესვლა?
chevron-down-outlinedშეიძლება, მაგრამ მხოლოდ როგორც ბარათის მფლობელის თანმხლები პირის სტატუსით. ამ შემთხვევაში საჭიროა ბარათის მფლობელიც იმყოფებოდეს ადგილზე. თანმხლები პირის შესვლა ფასიანია და შეადგენს 32 აშშ დოლარს.
ვრცელდება თუ არა უფასო ვიზიტები თანმხლებ პირებზე (მეუღლე, შვილები, ...)?
chevron-down-outlinedმხოლოდ ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს უფასო ვიზიტით. კლიენტის თანმხლებ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიზნეს დარბაზით. ამ შემთხვევაში, ღირებულება შეადგენს 32 დოლარს ერთ ადამიანზე.
რამდენი სტუმარი დაიშვება ბარათის მფლობელთან ერთად?
chevron-down-outlinedსტუმრების რაოდენობა განისაზღვრება თითოეული ლაუნჯის წესებით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 4-6 ადამიანია(თანმხლები პირის ვიზიტი ფასიანია).
რა პირობებია ბავშვის ბიზნეს ლაუნჯში შესასვლელად?
chevron-down-outlinedბავშვების მიერ ბიზნეს დარბაზების ვიზიტის პირობები რეგულირდება თითოეული ლაუნჯის წესებით, უმეტეს შემთხვევაში, ლაუნჯით სარგებლობა უფასოა 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (დეტალური პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ ლაუნჯზე და უმჯობესია ადგილზე გარკვევა)
რამდენ ხანს არის შესაძლებელი დარჩენა/გაჩერება ბიზნეს ლაუნჯში?
chevron-down-outlinedლაუნჯით სარგებლობის მაქსიმალური დრო განისაზღვრება თითოეული ლაუნჯის წესებით, მაგრამ, ძირითადად, ეს არის არაუმეტეს 3-4 საათისა.
ყველა ლაუნჯშია ხელმოსაწვდომი უფასო ვიზიტი?
chevron-down-outlinedუფასო ვიზიტები ხელმისაწვდომია მხოლოდ Lounge Key-ის ლაუნჯებში და მხოლოდ ბარათის მფლობელზე. უფასო ვიზიტების ლიმიტი განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით.
შესაძლებელია დარბაზში შესვლა GooglePay, ApplePay ან ბანკის მობილური საფულის გამოყენებით?
chevron-down-outlinedბიზნეს ლაუნჯების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის ფიზიკურად წარდგენით.