თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ უფასო Fast Track სერვისით (აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა) წელიწადში მაქსიმუმ 10-ჯერ, მსოფლიოს 180-მდე აეროპორტში.
მომხმარებელი, ვინც უკვე რეგისტრირებულია Mastercard Travel Experiences პლატფორმაზე, 2026 წლის 22 ივლისამდე ამავე არხით შეძლებს აეროპორტების ჩამონათვალის ნახვას, FastTrack სერვისის დაჯავშნას და საშვის მიღებას.
მომხმარებელი, ვინც პირველად რეგისტრირდება Mastercard World Elite ბარათით Fast Track სერვისის მისაღებად, 2026 წლის 12 მაისიდან აეროპორტების ჩამონათვალის ნახვას, FastTrack სერვისის დაჯავშნას და საშვის მიღებას შეძლებს ახალი პლატფორმის საშუალებით Mastercard Travel Pass (აპლიკაცია IOS & Android / ვებგვერდი).
2026 წლის 22 ივლისიდან Fast Track სერვისით სარგებლობა ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი პლატფორმის, Mastercard Travel Pass საშუალებით.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის Mastercard Travel Pass?
chevron-down-outlinedეს არის სამგზავრო პრივილეგიების პლატფორმა, რომელიც DragonPass-თან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ აეროპორტის სწრაფი გავლის (Fast Track) სერვისით, სპეციალური შეთავაზებებით კვების ობიექტებში და აეროპორტის ტრანსფერით.
რატომ შეიცვალა Mastercard Travel Experiences (MTE) ახალი პლატფორმით?
chevron-down-outlinedსიახლე მიზნად ისახავს მომსახურების გამარტივებას. ახალი პლატფორმა უფრო სწრაფია, აქვს დახვეწილი ფუნქციები და ბარათის მფლობელებს ერთიან, მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.
ვინ მართავს Mastercard Travel Pass-ს?
chevron-down-outlinedსერვისს უზრუნველყოფს DragonPass — Mastercard-ის მრავალწლიანი გლობალური პარტნიორი.
როგორ დავიწყო სერვისით სარგებლობა?
chevron-down-outlinedჩამოტვირთეთ Mastercard Travel Pass აპლიკაცია (App Store ან Google Play) და დაარეგისტრირეთ თქვენი Mastercard ბარათი. სერვისით სარგებლობა ასევე შეგიძლიათ ვებგვერდის მეშვეობით.
რა მოუვა Mastercard Travel Experiences (MTE)-ში ჩემს შენახულ ბარათებსა და ჯავშნებს?
chevron-down-outlinedთქვენი მონაცემები, მათ შორის შენახული ბარათი, აქტიური ჯავშნები და კუთვნილი ლიმიტები, უსაფრთხოდ გადავა ახალ პლატფორმაზე 2026 წლის 22 ივლისიდან.
მჭირდება თუ არა Mastercard Travel Pass-ზე მონაცემების ხელახლა შეყვანა ან ვერიფიკაცია?
chevron-down-outlinedარა, თქვენი არსებული მონაცემები (მეილი და პაროლი) და ბარათის ინფორმაცია ავტომატურად გადაინაცვლებს ახალ სისტემაში.
რომელი ბარათებით შემიძლია სარგებლობა?
chevron-down-outlinedთიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათით
მჭირდება თუ არა ახალი ანგარიშის შექმნა?
chevron-down-outlinedარა. თუ უკვე იყენებდით ძველ აპლიკაციას (MTE), ახალშიც (MTP) იმავე მეილით და პაროლით შეხვალთ.
რა ფუნქციები აქვს აპლიკაციას?
chevron-down-outlinedაქ ერთ სივრცეში შეგიძლიათ დაჯავშნოთ Fast Track-ი, აეროპორტის ტრანსფერი და გამოიყენოთ კვების ობიექტების ფასდაკლებები.
შეიცვლება თუ არა ჩემი ბენეფიტები?
chevron-down-outlinedარა, თქვენი კუთვნილი პრივილეგიები უცვლელი რჩება და მათ აპლიკაციაშივე დაინახავთ.
განსხვავდება თუ არა დაჯავშნის პროცესი?
chevron-down-outlinedარა, დაჯავშნის წესი ორივე აპლიკაციაში პრაქტიკულად იდენტურია.
შემეძლება თუ არა ძველი ჯავშნების ისტორიის ნახვა?
chevron-down-outlinedდიახ, თქვენი ისტორია ავტომატურად აისახება ახალ პლატფორმაზე.
როგორ გავაუქმო აქტიური ჯავშანი?
chevron-down-outlinedთქვენი ჯავშნები გადატანილია ახალ პლატფორმაზე, შესაბამისად, გაუქმებაც იქვე, სტანდარტული წესების მიხედვით შეგიძლიათ.
რა ვქნა, თუ მონაცემები არასწორად აისახა?
chevron-down-outlinedთუ ფიქრობთ, რომ თქვენი პრივილეგიების რაოდენობა არასწორია, დაუკავშირდით თქვენს ბანკს ინფორმაციის დასაზუსტებლად.
შესაძლებელია თუ არა ორივე პლატფორმის ერთდროულად გამოყენება?
chevron-down-outlinedარა, წვდომა გექნებათ მხოლოდ ერთ, აქტიურ პლატფორმაზე.
რა ვქნა, თუ ძველი მონაცემებით ვერ შევდივარ?
chevron-down-outlinedპაროლის აღდგენა შეგიძლიათ პირდაპირ ავტორიზაციის გვერდიდან (Reset Password).
რა მოხდება, თუ მეილი ან პაროლი დამავიწყდა?
chevron-down-outlinedმონაცემების აღდგენას შეძლებთ აპლიკაციაში მითითებული მარტივი ინსტრუქციების მიხედვით.
იცვლება თუ არა თანხის ან ლიმიტის დაბრუნების წესი?
chevron-down-outlinedარა, დაბრუნების პროცესი Mastercard Travel Pass-ში ზუსტად ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო.