თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ დარეგისტრირდეთ ბრიტანული უნივერსიტეტის TEDx-ის ღონისძიებაზე და თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას ისარგებლოთ 33%-იანი ფასდაკლებით, სპეციალური კოდის გამოყენებისას.
British University Georgia ოფიციალურად გახდა TEDx ღონისძიების ორგანიზატორი, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა TED-ისგან TEDx ლიცენზია მიიღო.
TEDx British University Georgia-ს მიზანია შექმნას სივრცე ინოვაციური იდეებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის გაზიარებისთვის - იდეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შთააგონონ, დააფიქრონ და გააჩინონ ახალი ხედვები.
საწყისი ფასი: 150 ლარი
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის: 100 ლარი
ფასდაკლების კოდი: BritishUniversity (B და U დიდი ასოებით)
თარიღი: 27 ნოემბერი, 09:30-დან 17:00-მდე
მისამართი: ვეფხისტყაოსნის ქუჩა 92, თბილისი, ბრიტანული უნივერსიტეტი
მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბრიტანული უნივერსიტეტის საიტს.
ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.