globe-outlined
ქარ
მუქი თემა

დაესწარით კანის კინოფესტივალს

კონცეპტი
დასაწყისი: 1 მარტი
Web Cover Cannes 1

Mastercard

თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, გაემგზავროთ კანის კინოფესტივალზე და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე.

2026 წლის 1–31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite ბარათით საერთაშორისო პლატფორმებზე (ელ. კომერცია) შეასრულეთ მინიმუმ 5 ონლაინ გადახდა. აქციის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც აღნიშნული ტრანზაქციების შედეგად დაუფქისირდებათ ჯამურად ყველაზე დიდი მოცულობის თანხის გადახდა.

გამარჯვებულებს გადაეცემათ 2026 წლის კანის კინოფესტივალის 2-კაციანი საგზური.

კინოფესტივალის საგზური მოიცავს:

  • 2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე

  • ავიაბილეთებს

  • სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას

  • წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას

  • ფოტოსესიას

  • ლანჩს და სადილს

აქციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ სრულწლოვანი, საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირები.

აქციაში არ მონაწილეობენ:

  • 18 წლამდე ასაკის პირები

  • თიბისი ბანკის ან მის ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლების, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები

  • მასტერქარდის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები

  • აზარტულ თამაშებში განხორციელებული ტრანზაქციები (gambling)

  • ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა

  • ოფლაინ გადახდები (პოს-ტერმინალზე, როდესაც ოპერაციის შესრულებამდე არ ხდება საბარათე ანგარიშზე არსებული თანხის გადამოწმება)

  • კომუნალური და ბიუჯეტში განხორციელებული გადახდები

  • ფიზიკურ/იურიდიულ პირთან ბარათით თანხის გადარიცხვები.

  • ტრანზაქციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული საქონლის/მომსახურების შეძენასთან

  • საფინანსო დაწესებულების (ფინანსური ინსტიტუტის/ორგანიზაციის) სასარგებლოდ განხორციელებული ტრანზაქციები.

  • ნებისმიერი არხიდან თანხის განაღდების ტრანზაქცია

  • საქართველოს კანონმდებლობით ან თიბისი ბანკის პოლიტიკით გათვალისწინებული ნებისმიერი უკანონო ტრანზაქცია

  • კრიპტო და/ან მსგავსი აქტივების შესაძენად/კონვერტაციის მიზნით განხორციელებული ტრანზაქციები

  • საინვესტიციო მოდულით სარგებლობის მიზნებისთვის შესრულებული ტრანზაქციები.

  • Საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენის შემთხვევაში, თიბისი ბანკი იტოვებს უფლებას უარი განუცხადოს გამარჯვებულს საჩუქრის გადაცემაზე და გამარჯვებულად გამოაცხადოს შემდეგი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

დეტალურ წესებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე.

Mastercard კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია.

დასაწყისი: 1 მარტი