იმოგზაურეთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანერიოში და გახდით ნამდვილი სამხრეთამერიკული გამოცდილების მონაწილე.
ათდღიანი მოგზაურობის განმავლობაში, მონაწილეები ახლოდან გაიცნობენ ორივე ქალაქის კულტურას, დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ სტადიონებს.
ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება - ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე.
ტურის მასპინძელია Setanta Sports.
ტურის განრიგი (13-23 ნოემბერი):
5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta)
5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa)
4 მატჩზე დასწრება
მატჩები:
ბუენოს აირესი
ველესი - რივერ პლეიტი
ბოკა ხუნიორსი - ტიგრე
რიო-დე-ჟანერიო
ფლუმინენსე - ფლამენგო
ბოტაფოგო - სპორტ რესიფე
დეტალური განრიგისთვის გადადით ბმულზე
ტურის ფასი: 11 390 ლარი
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება:
პირველი კალათა: 9 685 ლარი
მეორე კალათა: 10 325 ლარი
*პირველი კალათის პირობა მოქმედებს 30 სექტემბრის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია.
დასაჯავშნად, მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს - 032 2 27 27 99
*ტური არ მოიცავს ფრენას.
**ტურის ღირებულებაში საუზმე გათვალისწინებულია
***ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე