3-5 ივლისს თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი Winecast გაიმართება. პროექტი მესამედ აერთიანებს კინოს, მეღვინეობას, ოსკაროსან რეჟისორებს, წამყვან სომელიეებს, ხელოვანებსა და ადამიანებს მთელი მსოფლიოდან
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, 14 ივნისის ჩათვლით, მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ბილეთები 30% ფასდაკლებით შეიძინოთ
15 ივნისის 10:00 საათიდან კი 15% ფასდაკლებით ისარგებლებთ
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე, აღნიშნული ბმულის მეშვეობით
*შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი
**შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature
WINECAST 2026-ის შესახებ:
3 ივლისი: Fabrika Rooftop - ფესტივალის გახსნა და ფილმის „Mr. Nobody Against Putin“ ექსკლუზიური საფესტივალო პრემიერა ღია ცის ქვეშ (ადგილები შეზღუდულია, ბილეთების მაქსიმალური რაოდენობაა მხოლოდ 50)
4 ივლისი: თბილისის ღვინის მუზეუმი - კინოჩვენებები, ექსკლუზიური მასტერკლასები და შეხვედრები საერთაშორისო სომელიეებთან XV საუკუნის მიწისქვეშა მარნებში
5 ივლისი: შატო მუხრანი - ფესტივალის დასკვნითი და ყველაზე მასშტაბური დღე, სადაც ღია ცის ქვეშ დიდი ღვინის სივრცე, კინოპრემიერები და გამოფენები გელოდებათ. საღამოს მუსიკალურ განწყობაზე კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის (Berlinale) ოფიციალური არტისტი - DJ Darwin Stapel იზრუნებს
ფესტივალზე გელოდებათ:
200+ გამორჩეული ღვინო და 30+ წამყვანი მეღვინეობა
ქართული და საერთაშორისო კინოპროგრამა
მასტერკლასები და შეხვედრები საერთაშორისო სომელიეებთან
თანამედროვე ხელოვნების გამოფენები და ინსტალაციები
DJ Darwin Stapel-ის მუსიკალური პროგრამა
5000+ სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
დამატებით, თბილისიდან შატო მუხრანის მიმართულებით და უკან იმოძრავებს უფასო საფესტივალო ტრანსპორტი. ადგილების დასაჯავშნად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
⸻
საერთაშორისო მედია WINECAST-ის შესახებ:
Forbes: „აღმოსავლეთის კანი“
The New York Times: „ფესტივალი, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე“
European Film Market: „ახალი სიტყვა საფესტივალო ინდუსტრიაში“