globe-outlined
ქარ
მუქი თემა

ინოლა გურგულიას მუსიკალური საღამო

Inola

27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის - ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას.

კონცერტში მონაწილეობენ:

ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე რეზო კიკნაძის კვინტეტი, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა.

შვიდი ვინილისგან შემდგარი „ბოქს-სეტი“, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ ჩანაწერებს ხუთ ალბომად აერთიანებს. მასში შემავალ სიმღერებს სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ამ საღამოზე გააჟღერებენ.

გელოდებით 27 მაისს, 20:00 საათზე. მისამართი: კონსტიტუციის 6/52

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ: Tkt.ge/InolaGurgulia 

*კონცერტის სტუმრებისთვის, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას.