13 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტი გიწვევთ ხატვის საახალწლო ვორქშოფზე - „ყველაზე გულწრფელი საჩუქარი”
ახალი წლის მოახლოებას, ყველაზე ჯადოსნური ემოციები და გულწრფელი ოცნებები ახლავს თან. ყველაზე მეტად კი - პატარებისთვის. გვჯერა, რომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ყველაზე გულწრფელი საჩუქარია, რომელსაც ბავშვები საკუთარი ხელით და უანგარო სიყვარულით ქმნიან.
ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ნახატით გადმოსცენ ყველა ემოცია და სურვილი იმ ადამიანებისთვის, ვინც უყვართ და ენატრებათ.
ვორქშოფის ბოლოს კი, დაგხვდებათ ზამთრის ცივი დღეებისთვის შესაფერისი საახალწლო ტკბილეულობა.
ახალი წლის ჯადოსნური და უხილავი ძალა, ერთმანეთზე ზრუნვაშია.
სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს
თარიღი და დრო | 13 დეკემბერი, 13:00 საათი
მისამართი | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
ასაკი | 6-10 წელი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
* გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და 1-ზე მეტი ბავშვის რეგისტრაციისთვის, ხელმეორედ შეავსეთ მონაცემები.