თიბისი კონცეპტის, Visa-ს და ლოპოტა Lake Resort & Spa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 27 სექტემბერს ლოპოტაზე შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ოთახის დაჯავშნა. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
პროგრამა:
26 სექტემბერი
21:00 – Silent Movie Orchestra – მუნჯი კინოს მუსიკალური გახმოვანება ცოცხალი შესრულებით, ჯაზკლუბის ღია სივრცეში.
22:00 – Chakoantkobe – ჯაზკლუბის შიდა სივრცეში.
27 სექტემბერი - რთველი
16:00 – სხვადასხვა ქართული მეღვინეობის ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია, ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში და დაწურვა ტრადიციულ საწნახელში, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძების დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.
18:00 – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
19:00 – ნიაზ დიასამიძე და 33ა.
21:00 – პოლიფონიური ცოცხალი მუსიკა ლოპოტას კახურ სივრცეში, როიალზე შესრულებული ცოცხალი მუსიკა შატო ბუერაში და DJ-ს ცოცხალი შესრულება რესტორან IKE-ში.
რთველზე დასასწრებად აუცილებელია ოთახის დაჯავშნა
სასტუმროს ყველა სტუმარს რთველზე დასწრება უფასოდ შეუძლია
ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია მინიმუმ 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში
მომხმარებელს ერთჯერადად მაქსიმუმ 2 ნომრის დაჯავშნა შეუძლია
შეთავაზება ვრცელდება სასტუმროს მიერ გამოცხადებულ ფასზე
რთველზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის
დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 99
შეთავაზება არ ვრცელდება ონლაინ ჯავშნებზე
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის, გადახდა ხდება წინასწარ