თიბისი კონცეპტის, Visa-ს და Dodo Events-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 22-23 სექტემბერს , კიკეთის ფერმა “ბუნიობის დღეების” ფესტივალს უმასპინძლებს. ბუნიობა შემოდგომის ასტრონომიული დასაწყისია და ამ დროს ერთამენთს უთანაბრდება დღე და ღამე.
ფერმაში 20:00 საათიდან დაგხვდებათ ფესტივალის ჯადოსნური გარემო: ბუნიობის თემატური დეკორაციები, ფოტოზონა, ფუდკორტი, ბარები და ღვინის ბარი, Pop-up მარკეტი, მაისურების მოხატვის მასტერკლასი და შეხვედრა-ვორქშოფი ასტროლოგ სოფია ბზეკალავასთან.
სივრცეს ჩირაღდნები გაანათებს, ხოლო ჩირაღდნებით ცხენოსნებიც ჩამოივლიან. მდელოზე დანთებული დიდი კოცონის გარშემო ვანიანო ხაჩიძე და მიშა წითელაშვილი მუსიკალურ დუეტს ცოცხლად შეასრულებენ.
12 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა
📅 22–23 სექტემბერი| 20:00–02:00
📍 კიკეთის ფერმა
თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ბილეთების შეძენისას, შესაძლებლობა გაქვთ, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ
*შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი
**შეთავაზება ვრცელდება თიბისი კონცეპტ Visa და თიბისი WM Visa სადებეტო ბარათებზე
***ფასდაკლებული ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.