28 თებერვალს, 12:00 დან 18:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2026 ჩატარდება.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge - ის პარტნიორ სკოლებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლები და სკოლა-პანსიონები დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
UK Bridge - ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
სპეციალურად გამოფენის სტუმრებისთვის, შერჩეულ პროგრამებზე, გთავაზობთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს და შეთავაზებებს.
გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია!
სარეგისტრაციო ლინკი: https://www.conceptevents.ge/events/ganatlebis-saertashoriso-gamofena-2026