globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

გიორგი გიგაშვილი & ნინი ნუცუბიძე - GEORGIAN ON MY MIND

web

18 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, წარმოგიდგენთ გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის გახმაურებულ მუსიკალურ პროექტს - GEORGIAN ON MY MIND, რომელიც უკვე დიდი წარმატებით მოგზაურობს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე.

პროგრამა, რომელიც აერთიანებს დასავლურ კლასიკურ მუსიკასა და ქართულ ფოლკლორულ ტრადიციებს, უკვე გაჟღერდა ისეთ მნიშვნელოვან დარბაზებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა ჰამბურგის ელბის ფილარმონია (Elbphilharmonie), ბონის ბეთჰოვენის ფესტივალი (Beethovenfest Bonn), ვენის კონცერტჰაუსი (Wiener Konzerthaus), ამსტერდამის კონცერტგებაუ (Amsterdam Concertgebouw), კატოვიცეს NOSPR-ის დარბაზი (NOSPR Katowice) და სხვა საკონცერტო სივრცეებში.

გელოდებით 18 სექტემბერს, 21:00 საათზე. მისამართი: Factory Tbilisi, ა. წერეთლის გამზირი 114. ღონისძიების ორგანიზატორი: TEMPS.

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ: https://link.tbc.ge/georgian-on-my-mind *გთხოვთ, აირჩიოთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი