Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები

Atlas of Commoning

საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენა ARCH+-თან თანამშრომლობით

წარმოდგენილია თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე (TAB) თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში.

კოტე მარჯანიშვილის ქ. 7, თბილისი 0102, საქართველო

გახსნა: პარასკევი, 4 ოქტომბერი, 18:00-20:00

სიმპოზიუმი Commoning Tbilisi და კურატორის ტური: კვირა, 5 ოქტომბერი, 14:00-19:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ოქტომბერი - 15 ნოემბერი, 2024

გამოფენის დრო: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00

კურატორთა გუნდი:

ან-ლინ ნგო, მირკო გატი, კრისტიან ჰილერი, მაქს კალდენჰოფი, ქრისტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტეფან გრუბერი (CMU)

კვლევის პარტნიორები:

არქიტექტურის სკოლა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (CMU) პიტსბურგი, ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI), პროფესორი სტეფან გრუბერი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი, პროფ. რაინერ ჰელი

თბილისის გამოშვების კურატორები:

სტეფან გრუბერი (CMU), თინათინ გურგენიძე (TAB), მარიამ შერგელაშვილი

სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა "საზოგადოება", "გაზიარება" ან "ჩვენ", გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით. ამის ფონზე, გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს "ჩვენ"-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე. პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ურბანული საჯარო ქონება - აქ საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია (მატერიალური და არამატერიალური) რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე, შესაბამისად, წინა პლანზე ექცევა "საერთოობა”, როგორც ზმნა. საერთოობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს განსხვავებებისა და კონფლიქტების მართვას ინდივიდს, თემსა და საზოგადოებას შორის. ეს არის სივრცითი ორგანიზების პროცესი წარმოებასა და კვლავწარმოებას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას შორის არსებულ ურთიერთობებში. ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობის ქსელებს და ხელახლა განმარტავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა ამასთანავე პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს.

გამოფენის საწყის წერტილს წარმოადგენს ატლასი, ვიზუალური არქივი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვნად შერჩეულ თანამედროვე და ისტორიულ პროექტებს. ატლასი, რომელიც ARCH+-მა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლასთან თანამშრომლობით შეიმუშავა, შედგებოდა საერთოობასთან დაკავშირებული 25 პროექტისგან. ამ საწყის მოცემულობას ემატება ახალი კვლევები, რომლებიც ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გამოფენის ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობის დროს, იყრის თავს. შედეგად, Atlas of Commoning განგრძობითი ღია ცოდნის არქივია და წარმოადგენს ადგილობრივი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წინააღმდეგობრივი პროექტების ფასდაუდებელ დოკუმენტაციას.

საქართველოში საჯარო ქონების და საერთოობის ცნება დაკავშირებულია საბჭოთა კოლექტივიზმის ისტორიულ მემკვიდრეობასთან და ტრადიციულ საზოგადოებრივ პრაქტიკებთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულმა სწრაფმა ურბანიზაციამ და საჯარო სივრცეების პრივატიზაციამ წინა პლანზე წამოწია ინდივიდუალიზმსა და ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული კონკურენციისა და რესურსების მოპოვების შედეგები. საპასუხოდ, ადგილობრივი წინააღმდეგობრივი ინიციატივები ცდილობენ მოიპოვონ და დაიცვან ურბანული საჯარო ქონება და დაიცვან საზოგადოებრივი სივრცეების, კულტურული მემკვიდრეობის, სოციალური პრაქტიკებისა და გარემოს ერთობლივი მართვის პრინციპები.

ბერლინში, პიტსბურგში, მონტევიდეოსა და ბუენოს აირესში გამოფენის წარდგენის შემდეგ, Atlas of Commoning წარმოდგენილია თბილისში, 2024 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. ქართულ ნაწილზე საველე კვლევა ჩატარდა CMU-ს ურბანული დიზაინის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტების მიერ, პროფესორ სტეფან გრუბერის ხელმძღვანელობით, მარიამ შერგელაშვილის, ჯესი ვოგლერის და იოსებ ანდრაზაშვილის მხარდაჭერით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში. გამოფენის ფარგლებში ბიენალეს პროგრამის ნაწილად გაიმართება სიმპოზიუმი თემაზე „საერთოობა თბილისში“, ასევე დაგეგმილია გამოფენაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ინიციატივების მონახულება

ნამუშევრები:

მორეჰშინ ალაჰიარი & დანიელ რურკი; კლემენს კლუგისა & ბერნჰარდ ჰუმელის არქიტექტურული ფირმები (გუნდი: ოლივერ კლემენსი, ანა ჰეილგემეირი, ბერნჰარდ ჰუმელი, ემა უილიამსი); Assemble & Granby სახელოსნო; ივან ბაანი; Brandlhuber + Christopher Roth; DAAR არქიტექტურის დეკოლონიზაციის ხელოვნების რეზიდენცია; თეო დოიტინგერი; Eureka; მანუელ ჰერცი; სანდი ჰილალი, ფილიპ მისელვიცი და ენ მისელვიცი; იმმო კლინკი; Kotti & Co; კუენ მალვეცი; ანჯელიკა ლევი; გოლან ლევინი (F.A.T. Lab) და შონ სიმსი (Sy–Lab); მაკოკოს წყლის სანაპიროს თემი; ტუკანო მალოკა; Miethäuser Syndikat; საჰრავის ქალთა ეროვნული კავშირი; NLÉ Architects; PlanBude ჰამბურგი, Svenja Baumgardt & Sylvi Kretzschmar; Common Ground e.V. & მეზობლობის აკადემია; Quest – ფლორიან კიოლი / კრისტიან ბურკჰარდი; მართა როსლერი; ჰარალდ ტრაპი / რობერტ ტუმი; Urban-Think Tank, არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის კათედრა ETH ციურიხი; WiLMa GmbH; სამსონ იანგი.

Atlas of Commoning ასევე მოიცავს ნამუშევრებს:

Airbnb; ARGE ifau | HEIDE & VON BECKERATH; Atelier d’Architecture Autogérée; BARarchitekten; Bau- und Wohngenossenschaft Spreefeld Berlin eG; Carpaneto Schöning Architekten; City in the Making; FATkoehl Architekten; Die Zusammenarbeiter; El Campo de la Cebada; Genossenschaft Kalkbreite; Genossenschaft Kraftwerk1; Go Hasegawa and Associates; IBeB GbR; Müller Sigrist Architects; ლტოლვილთა განსახლებისა და სოლიდარობის სივრცე სითი პლაზა; Schneider Studer Primas; Stiftung House of One – Bet- und Lehrhaus Petriplatz Berlin; გემეინდე იოშინო; ZUS [Zones Urbaines Sensibles].

თბილისის ინიციატივები მოიცავს ბეთლემის უბნის აღდგენის პროექტს, Birzha-ს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს, ნაპირზე რუსთავში, პროექტს "კიბე", რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობას და ქუჩის სკოლას.

ნახატი კოლაჟები:

კარნეგი მელონის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამისა და კვლევითი პლატფორმის „ქალაქის საერთოობა“ სტუდენტები, რომელსაც ხელმძღვანელობს სტეფან გრუბერი ჯონათან კლაინთან ერთად: სალონი აგარვალი, არიბა ასადი, რუტუჯა ბადვე, ერნესტ ბელამი, თამარა კარტრაიტი, კეი ჩაი, ნიკი ჩუნგი, სეიუნგ ჩო, იონგვენ დაი, იანგ გაო, ჯიანქსიაო გე, იდან გონგი, ფანგიუ ჰუანგ, რებეკა ლეფკოვიცი, რუოიუე ლიუო, იაშ პარიხი, საი ნარაიან რამაჩანდრანი, პოლ მოსკოსო რიოფრიო, რიტიკა სანჯაი, დიპანში შეტი, ადიტი შრიდჰარი, სუჯან დას შრესტა, კუშიკ სრინათი, გაუტამ ტაკარი, ადიტი თოტა, ვალერია დუკე ვილეგასი, ირუი ვანგი, ჟანგ ჟიუნგი ჩუნ ჟენგი, ი ჟოუ, ლუ ჟუ.

არქიტექტურული მოდელირება:

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რაინერ ჰელის ხელმძღვანელობით: აარონ ბარნსტორფი, სარა ბაური, სებასტიან გეორგესკუ, ალექსანდრე გრამსი, მირკო ჰანი, ნიკოლას ჰერე, გერიტ იასპერი, როზანა ჯასთი, იაკობი, კოჩერტი, ლაურა ლუტტიე, მირიამ მოზერი, სტეფან ნოიმაიერი, დაიკი ორი, კანან ოზტეკინი, ლუიზა პოპსელი, ნადინ რეპერტი, სელინა შლეცი, ჰანს ჯ. უოლტერი (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი), ასევე მარტინ ედელმანი (ifa) და Quest - ფლორიან კიოლი / კრისტიან ბუკჰარდი.

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://biennial.ge/

ifa - საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი

ifa - საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტი (Institut für Auslandsbeziehungen) არის უძველესი გერმანული ორგანიზაცია, რომელმაც 2017 წელს თავისი 100 წლის იუბილე აღნიშნა. მისი მიზანია უზრუნველყოს ადამიანებისა და კულტურების მშვიდობიანი და ეფექტიანი თანაცხოვრება მთელ მსოფლიოში. მისი პროგრამები ხუთ ძირითად თემას მოიცავს: ხელოვნებისა და კულტურის გაცვლა, სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი, დევნილობა და მიგრაცია, კულტურა, კონფლიქტი და ევროპა. ifa ხელს უწყობს ხელოვნებისა და კულტურის გაცვლას გამოფენების, დიალოგისა და კონფერენციების მეშვეობით და წარმოადგენს ცენტრს საგარეო კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკისთვის. ინსტიტუტი მუშაობს საერთაშორისო მასშტაბის პარტნიორებთან და აქცენტს აკეთებს გრძელვადიან, პარტნიორობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე. ის ფინანსდება ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბადენ-ვიურტემბერგის მიწის ადგილობრივი მთავრობისა და ქალაქ შტუტგარტის მერიიდან.

www.ifa.de/en

ARCH+

ARCH+ არის გერმანიის წამყვანი დისკურსული ჟურნალი არქიტექტურისა და ურბანიზმის შესახებ. სახელი ასევე წარმოადგენს მის პოლიტიკასაც: მეტი, ვიდრე არქიტექტურა. თითოეული კვარტალური ნომერი დეტალურად განიხილავს კონკრეტულ თემას, რომელიც ეხება სხვა დისციპლინებში მიმდინარე დისკურსებს, სივრცითი წარმოების კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტს. 1968 წლის მოძრაობის შედეგად დაარსებული ARCH+-ის მიზანია არქიტექტურის სოციალური ასპექტების კრიტიკული განხილვა.

www.archplus.net

კარნეგი მელონი - არქიტექტურა

„საერთოობა ქალაქში“ არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტის (RCI) კვლევითი პროექტი, რომელიც ხორციელდება ურბანული დიზაინის მაგისტრატურის სტუდენტებთან ერთად. ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI) არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის არქიტექტურის კვლევითი ცენტრი ურბანიზმის, მონაწილეობითი ქმედებებისა და საზოგადოებრივი დიზაინის მიმართულებით.

www.architecture.cmu.edu/rci

თბილისის არქიტექტურის ბიენალე

თბილისის არქიტექტურის ბიენალე (TAB) 2017 წელს დაარსდა. TAB-ის მიზანია, ორ წელიწადში ერთხელ, ერთი თემის ირგვლივ გააერთიანოს სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილნი არიან პოლიტიკის შემქმნელები, ადგილობრივი თემები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რაც წარმოშობს და განავრცობს კრიტიკულ დისკურსს არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე, როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

www.biennial.ge

თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა არის კულტურული ცენტრი, რომელიც თანამედროვე და მოდერნისტულ ხელოვნებას გამოფენს თბილისში, საქართველოში. ის მდებარეობს ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის შენობაში, რომელიც ერთ-ერთია მოდერნისტული სტილის ნაგებობებს შორის, რომლებიც 1910-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩაზე აშენდა/ დღევანდელი თიბისი კონცეპტის შენობა. გალერეა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს კურატორების მიერ ჩატარებულ ექსკურსიებს, ლექციებს, საუბრებს, ფილმების ჩვენებებს, საჯარო კითხვის საღამოებს, პანელურ დისკუსიებს და სამუშაო სესიებს თიბისი კონცეპტის ქოლგის ქვეშ.

ადგილი:

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე

კოტე მარჯანიშვილის ქ. 7, თბილისი 0102, საქართველო

გამოფენის საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00

დასწრება თავისუფალია

საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი e. V. (ifa), შტუტგარტი, გერმანია; ხელოვანები; ავტორები; VG Bild-Kunst, ბონი, გერმანია.