<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
მუქი თემა

ამირ კაკაბაძის წიგნის პრეზენტაცია

amir

26 სექტემბერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მეოთხე სართულის დარბაზში, ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მხატვრის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა. 

წიგნი გამოიცა დავით კაკაბაძის ფონდის მიერ, თიბისის მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ: დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული. 

ამირ კაკაბაძე (1941–2015) - ქართველი მხატვარი, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟსა და პოპ-არტს.  იგი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და  ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა. 

1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით .  სხვადასხვა წლებში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს თბილისში და მოსკოვში.

1965 წლიდან ამირ კაკაბაძე მონაწილეობდა საგამოფენო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. 

წიგნის სამუშაო ჯგუფი:

ამირ კაკაბაძის საიუბილეო კატალოგი 

რედაქტორი: მარიამ კაკაბაძე 

ტექსტი:  ხათუნა ხაბულიანი, 

ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული

დაიბეჭდა: IMAK PRESS, ISTANBUL / 2026 

გამოცემის მთავარი მხარდამჭერი: თიბისი