დეკორატიული ლესვის და Lime Wash - ის მასტერკლასი

sabavshooo-01

თიბისი კონცეპტისა და Project Folie-ის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ დეკორატიული ლესვისა და ლაიმვოშის მასტერკლასს. 27-28 სექტემბერს. მასტერკლასს გაუძღვება თამარ კამკამიძე.

ორდღიანი პრაქტიკული მასტერკლასი განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს გაეცნოს კედლების დეკორატიული ლესვისა და ღებვის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ მაღალი ხარისხის მასალები და აითვისონ ორიგინალური ტექსტურისა და ზედაპირების შექმნის ტექნიკა.

მასტერკლასზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის დეკორატიული მასალა, როგორიცაა Limewash-ის ბუნებრივი საღებავი და მარმორინო, ასევე სხვა სახის დეკორატიული ფითხები.

*მასტერკლასში მონაწილეობა შესაძლებელია 17 წლიდან.

მასტერკლასის საფასურია 400 ლარი, ღონისძიება განკუთვნილია მხოლოდ თიბისი კონცეპტ-ის მომხმარებლებისთვის.

მასტერკლასის ადგილმდებარეობა თბილისსში იქნება ცნობილი 2 დღით ადრე, და კომპანია Project Folie - ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ პირადად ინფორმაციის გასაზიარებლად.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ადგილები შეზღუდულია.