თერი ქოულის ვებინარი: ჯანსაღი საზღვრები

Terri 1110x400

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, 23 სექტემბერს 20:00 საათზე დაესწროთ ნიუიორკელი ფსიქოთერაპევტის თერი ქოულის ვებინარს თემაზე - ჯანსაღი საზღვრები: კმაყოფილება, სიხარული და წარმატება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით, სპეციალური პრომო კოდის გამოყენებით.

პრომო კოდი: concepthealo

ბილეთის შეძენისთვის ეწვიეთ ბმულს

ვებინარის ფარგლებში:

  • ისწავლით, როგორ დაადგინოთ ჯანსაღი საზღვრები თქვენს პირად და პროფესიულ ურთიერთობებში;

  • მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებსა და სტრატეგიებს, რომლებიც გაგიადვილებთ საკუთარი თავის დაცვას გრძნობების დაკარგვის გარეშე;

  • გექნებათ შესაძლებლობა მოუსმინოთ და დაუსვათ კითხვა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამედროვე ფსიქოთერაპევტს.

თერი ქოულის პოდკასტი, ვიდეოები და ონლაინ კურსები ყოველ კვირას მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აძლევს რესურსებს, რათა იცხოვრონ მეტად გაცნობიერებული და ავთენტური ცხოვრებით.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ზე, ბმულს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინდივიდუალურად, 48 საათით ადრე ვებინარამდე.

ერთი ელფოსტით ერთი დასწრების შეძენაა შესაძლებელი.

ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.

ხანგრძლივობა - 90 წუთი