თიბისი კონცეპტი, ibis Styles Old Tbilisi და ლამპინო, 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გთავაზობთ საბავშვო შეხვედრას თემაზე - თბილისური მინიატურული ვიტრაჟები
აქტივობის ფარგლებში, მოზარდები საკუთარი ხელით შექმნიან ლამპინოს ფერად ვიტრაჟებს. გააცოცხლებენ შუშაბანდებიანი სახლებისა და ფერადი აივნების მე-19 საუკუნის ტრადიციას, ძველი თბილისის არქიტექტურას
მონაწილეები მოისმენენ, რა განსაზღვრავდა თბილისის უნიკალურ ხასიათს, ურბანულ წესრიგსა და მულტიკულტურული ქალაქის განსაკუთრებულობას, იტალიური ეზოების ჩათვლით
მოინახულებენ სასტუმროსთან ახლომდებარე ბეთლემის განსაკუთრებულ ვიტრაჟს, ისტორიულ აივნებიან სახლსა და ურბანულ ღირსშესანიშნაობებს
სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi პატარებს გაუმასპინძლდება ტრადიციული ტკბილეულითა და ლაღიძის წლებით
ხანგრძლივობა: 2 საათი
ადგილების რაოდენობა: 20
ღირებულება - 45 ₾
თიბისი კონცეპტის სპეციალური ფასი - 35 ₾
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს და აირჩიეთ ფასდაკლებული ბილეთი