თიბისი კონცეპტის და Chubika-ს თანამშრომლობის ფარგლებში გვეწვიეთ თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში სადაც იქნება წარმოდგენილი Chubika-ს ექსკლუზიური კოლექცია
ღონისძიება ჩატარდება 11 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, მარჯანიშვილის 7-ში.
CHUBIKA არის ბრენდი სადაც ყოველი ნივთი - ჩანთა, სამაჯური თუ აქსესუარი - ერთდროულად როგორც ხელოვნების ნიმუში, ისე სიმბოლური მესიჯია. ბრენდის მთავარი იდეაა, რომ მყიდველი არ იყოს უბრალოდ მომხმარებელი, არამედ გახდეს შემოქმედების ნაწილი.
CHUBIKA ქმნის ნივთებს, რომლებიც გვახსენებენ მითებს, გრძნობებსა და იმ საიდუმლო სამყაროს, სადაც ხელოვნება და ყოველდღიურობა ერთიანდება. ყოველი დეტალი გადმოსცემს ენერგიას და უნიკალურობას - ასე იქმნება კავშირი დიზაინერსა და იმ ადამიანს შორის, ვინც ამ ნივთს ატარებს.