თიბისი კონცეპტის და Uk Bridge-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 17 დეკემბერს 18:00 საათზე, თიბისი კონსეპტის მულტიფუნქიურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა Kings College London-ის წარმომადგენელთან. UK Bridge, Kings College London-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
UK Bridge-ის წარმომადგენელი ისაუბრებს უნივერსიტეტის მოსამზადებელ პროგრამაზე (International Foundation Program) - რომლის წარმატებით დახურვის შემდეგ ხდება ბაკალავრიატზე ჩარიცხვა.
Kings College London - ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია დიდ ბიტანეთში და მისი ოთხი კამპუსი მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში.
გთხოვთ, დასასწრებად, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე https://www.conceptevents.ge/events/shekhvedra-universitetis-mosamzadebel-programaze
მისამართი: კოტე მარჯანიშვილის #7, თბილისი