globe-outlined
EN
მუქი თემა

შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი

jazz festival

10-12 ივლისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. 2026 წლის ფესტივალი განსაკუთრებულია – წელს მსოფლიო მუსიკალური სამყარო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურისა და მსოფლიო ლეგენდის, მაილს დევისის, 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელსაც ტრადიციულად თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ, მაილს დევისის 100 წლისთავს მიეძღვნება.

წლევანდელი პროგრამა და მონაწილეები:

  • 10 ივლისი – M.E.B. Miles Electric Band 

“THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND” 

  • 11 ივლისი – ERIC BENÉT

  • 12 ივლისი – GHOST-NOTE

არტისტებსა და მსმენელს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კორტები უმასპინძლებს. ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19:00 საათზე გაიღება. ძირითადი პროგრამის გარდა, ფესტივალის კლუბში „Take 5“ ყოველ საღამოს გაიმართება წვეულება, რომელსაც PHILIP LASSITER თავისი ბენდით გაუძღვება.

22-24 მაისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, ბილეთებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. 

სამდღიანი პრისეილის დასრულების შემდეგ კი თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე აღნიშნული ბმულის მეშვეობით

*შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი

**შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათზე: TBC Concept MC World Elite

შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალის მხარდამჭერები არიან:

გენერალური სპონსორი - Mastercard

ფესტივალის ოფიციალური გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“

ტრადიციული მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის სამინისტრო

შემოქმედებითი საქართველო

აჭარის კულტურის სამინისტრო

ბათუმის მერია

სპონსორი: ისი პარი 

მასპინძელი:  რესტორანი „პრივეტ იზ ბატუმა“

ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“

საინფორმაციო მხარდაჭერა: ალმა, Marketer.ge, რადიო ფორტუნა, პალიტრა ნიუსი