⛩️მათ, ვისაც იაპონური ცხოვრების ფილოსოფია გიზიდავთ და გაინტერესებთ, თიბისი კონცეპტის და მოგზაურის ერთობლივ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა გაქვთ.
არჩილ ქიქოძესთან ერთად, 19-28 ნოემბრის ტოკიო, კიოტო, ნარა და ოსაკა-ს ტურში გამგზავრებამდე, ლიტერატურაზე, კულტურასა და ტრადიციებზე საუბრით ვირტუალურად ვიმოგზაურებთ იაპონიაში 🎎🎏
თბილისური თავგადასავლების ციკლის "მოგზაურობა დროსა და სივრცეში" შეხვედრა „ბონსაი • Bonsai“ სივრცეში შედგება, სადაც ალექსანდრე და ნიკოლოზ მესხები „ბონსაის ფორმირების ხელოვნებაზე“ ისაუბრებენ და არჩილ ქიქოძე - აკირა კუროსავას და რიუნოსკე აკუტაგავას - იაპონური ლიტერატურის თუ კინემატოგრაფის თავისებურებებზე მოგვიყვება.
ვიმსჯელებთ თემაზე - „ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის“.
🎎 არჩილ ქიქოძის რეკომენდაციით, ღონისძიებაში მონაწილეებმა, სასურველია, წინასწარ ნახონ აკირა კუროსავას ფილმი „რასიომონი“.
ამომავალი მზის ქვეყნის წარსულში, ძველი და ახალი დროების იაპონიაში გამგზავრებამდე კულტურით და ტრადიციებით მოვხვდებით.
თარიღი: 31 მაისი
დრო: 16.00 საათი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 35 ადამიანი
რეკომენდებული ასაკი: 14 წლიდან
ფასი: 55 ლარი
ღონისძიება განკუთვნილია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის.
დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თიბისი კონცეპტ ასისტენტს ნომერზე: +995 322 27 27 00