globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

შატო ბუერას რთველის ფესტივალი ლოპოტაზე

1110 400 (2)

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და ლოპოტა Lake Resort & Spa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 27 სექტემბერს ლოპოტაზე შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ოთახის დაჯავშნა. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროგრამა:

26 სექტემბერი

21:00 – Silent Movie Orchestra – მუნჯი კინოს მუსიკალური გახმოვანება ცოცხალი შესრულებით, ჯაზკლუბის ღია სივრცეში.

22:00 – Chakoantkobe – ჯაზკლუბის შიდა სივრცეში.

27 სექტემბერი - რთველი

16:00 – სხვადასხვა ქართული მეღვინეობის ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია, ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში და დაწურვა ტრადიციულ საწნახელში, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძების დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.

18:00 – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

19:00 – ნიაზ დიასამიძე და 33ა.

21:00 – პოლიფონიური ცოცხალი მუსიკა ლოპოტას კახურ სივრცეში, როიალზე შესრულებული ცოცხალი მუსიკა შატო ბუერაში და DJ-ს ცოცხალი შესრულება რესტორან IKE-ში.

  • რთველზე დასასწრებად აუცილებელია ოთახის დაჯავშნა

  • სასტუმროს ყველა სტუმარს რთველზე დასწრება უფასოდ შეუძლია

  • ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია მინიმუმ 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში

  • მომხმარებელს ერთჯერადად მაქსიმუმ 2 ნომრის დაჯავშნა შეუძლია

  • შეთავაზება ვრცელდება სასტუმროს მიერ გამოცხადებულ ფასზე

  • რთველზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის

  • დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 99

  • შეთავაზება არ ვრცელდება ონლაინ ჯავშნებზე

  • შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის, გადახდა ხდება წინასწარ