globe-outlined
ქარ
მუქი თემა

თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება

web-1110x400-ge

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ და თიბისი კონცეპტის გალერეა გიწვევთ გამოფენაზე „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“

გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ  რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახორციელებს. 

ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბანი“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს ხელმძღვანელობდნენ იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი და მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი  და დავით ბროდსკი. სემინარში მონაწილეობა, დაახლოებით, ასმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო. 

პროექტის მხარდამჭერი, თანაორგანიზატორი და მასპინძელია თიბისი კონცეპტის გალერეა. 

რენატო რიცის სემინარის პროგრამა ეფუძნება  მის მიერ შემუშავებულ პრაქტიკული და თეორიული კვლევის მეთოდოლოგიას, სადაც მოდელი არა უბრალოდ ლანდშაფტის შემცირებული მასშტაბის რეპრეზენტაციას წარმოადგენს, არამედ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული ინსტრუმენტია, რომელიც არა უკვე ხილულ, არამედ უხილავ მხარეებს – ლანდშაფტის ფარულ განზომილებებსა და მის შინაგან სამყაროს – დაგვანახებს. 

ეს მეთოდოლოგია, რომელიც რეალობის  იდეალური განზომილების აღქმაზეა ორიენტირებული, მზერის იძულებით შემობრუნებას მოითხოვს, შორდება ხედვის ხისტ, ზენიტურ რეჟიმს და  ლანდშაფტს ბუნებრივ მდგომარეობაში აბრუნებს, რაც ტერიტორიის სუბიექტურობას ხელახალ მნიშვნელობას სძენს.

რიცი ამ მეთოდს წლების მანძილზე იყენებდა ვენეციის არქიტექტურის უნივერსიტეტში. მას მსგავსი სემინარები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში – ვენეცია (იტალია), სანტიაგო (ჩილე), სანტიაგო-დე-კერეტარო (მექსიკა), ლამპედუზას კუნძული (იტალია) და მრავალ სხვა ადგილას აქვს ჩატარებული.

გამოფენაზე წარმოდგენილია სემინარის განმავლობაში შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები: თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი – ნინო ხარატიშვილის წიგნის L’Ottava Vita (per Brilka) ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების  ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას - ერთი და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება. 

პროექტის ავტორი: რენატო რიცი

პროექტის კურატორები: რენატო რიცი, სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი

დიალოგში ნინო ხარატიშვილის რომანთან

L’Ottava Vita (per Brilka)

Marsilio 2020

ფოტოგრაფი: გრიგორი სოკოლინსკი

ვიდეო: ტატო კოტეტიშვილი და შიო ხიდაშელი

პროექტი ორგანიზებულია თბილისის ქალაქგამოსახულების ცენტრ „უბნის“ მიერ თიბისი კონცეპტის გალერეასთან თანამშრომლობით.

გამოფენის დეტალები

გამოფენის გახსნა: შაბათი, 28 თებერვალი, 17:00

რენატო რიცის ლექცია: შაბათი, 28 თებერვალი, 19:00

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.conceptevents.ge/

*ადგილები შეზღუდულია

გამოფენის ხანგრძლოვობა: 28 თებერვალი – 24 აპრილი, 2026

ადგილმდებარეობა: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე – მარჯანიშვილის 7 

სამუშაო საათები: ყოველდღე (კვირის გარდა), 10:00–20:00

გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფი

„უბნის“ გუნდი: დავით ბროდსკი, ანა ჩორგოლაშვილი, ნატალია ტატუნაშვილი, ნინო კევლიშვილი, ნინო ბუღაძე, ნათია ქათამაძე

გამოფენის ტექნიკური ჯგუფი

ბელა აბზიანიძე; ოთარ გალდავა; მარიამი გიორგაძე; ნანა დაუთაშვილი; ელენე ვაგენსაილ; ზურაბ ზარიძე; ალექსანდრა მეცხოვრიშვილი; ზურაბ მიქაბერიძე; თადო მურუსიძე; ირინა ნალჯიანი; მარიამ ჯაფარიძე; გიორგი ყიფიანი; სოფიო ქიტიაშვილი; ლუკა შავაძე

ხის ნაკეთობა: Kao Furniture, ალექსანდრე ალექსანდროვი, ნიკიტა ვაგინი 

თარგმანი: თამარ ჯანაშია

ენობრივ-სტილისტური რედაქტირება: თეა თვალავაძე, ანა ჩორგოლაშვილი

სემინარის ასისტენტები 

ანი გოგოლაძე; მეგი ლელაშვილი; ნანუკა მარდალეიშვილი; ნინი მაჭარაშვილი; გვანცა მოდებაძე; ილია ოსიაშვილი; ალინა პოგორიანსკაია; ნიკოლოზ რომელაშვილი; ტარას შეპიკოვი; ნიკა ცაგარეიშვილი; ვაჟა ჯაფარიძე

სემინარის მონაწილეები 

ნინო აბაშვილი; ანი აბრამიშვილი; ჰუსამ აბუ ღაიდა; ბელა აბზიანიძე; ანი აბუაშვილი; მარიამ ანთაძე; ვერონიკა არაქელიანი; მარიამ ბაციკაძე; ანა ბაზერაშვილი; ლიზი ბეგიშვილი; დანიელ ბენია; ელენე ბერიკაშვილი; დეა ბეჭვაია; ქეთევან ბოლქვაძე; ოთარ გალდავა; ელიზაბეტ გაფრინდაშვილი; სოფიკო გაჩეჩილაძე; ნინო გეგეჭკორი; მარიამი გიორგაძე; ქეთევან გიორგობიანი; ლუკა გიუნაშვილი; ანა გოგიჩაიშვილი; ნანა დაუთაშვილი; მედეა დიხამინჯია; ანა დოლიძე; ელენე ვაგენსაილ; ნინო ზაკუტაშვილი; ზურა ზარიძე; მარი ზედელაშვილი; მარინე ილურიძე; კატო კარსელიშვილი; მარიამ კვარაცხელია; ნინო კვარაცხელია; მეგი კვირკველია; ნიკოლოზ კობახიძე; ეკატერინე კოჭლაძე; ანდრია კურცხალია; ლიზი ლოლაშვილი; მერი ლომიძე; ნინო მალუძე; ნელი მექვაბიძე; ალექსანდრა მეცხოვრიშვილი; ლიზა მიმინოშვილი; ზურაბ მიქაბერიძე; თადო მურუსიძე; ლექსო მუშაშვილი; ნინო მშვიდობაძე; ლოლიტა ნადირაშვილი; ზანი ნაკაშაშვილი; ირინა ნალჯიანი; ანა მარია ნემსიაშვილი; გიორგი ოტიაშვილი; ანა პაპიაშვილი; ანი რეიხანოვი; მარიამ რეხვიაშვილი; საბა სალაყაია; ელენა სამჩენკო; თეკლა სანდოძე; საბა სანთელაძე; ანა სტურუა; მართა ტვილდიანი; ლიანა ტორუა; შოთა ტურავა; ციური ქერდიყოშვილი; სოფიო ქიტიაშვილი; მარიამ ქობულაძე; ეკატერინე ქოჩლაძე; ქეთევან ქუხილავა; ნია ღადალაძე; ალინა ყაზარიანი; გიორგი ყიფიანი; ლუკა შავაძე; მარიამ შეყლაშვილი; სალომე ჩოლოგაური; გურამ ჩუბინიძე; ნინო ცენტერაძე; მარი წამალაშვილი; ანა წერეთელი; კესარია ჭეჭელაშვილი; მარი ჭურღულაშვილი; გიორგი ხალიჩაშვილი; ელენე ხარაიძე; ვიკა ხეცურიანი; ნინო ხუციშვილი; ანა ჯაოშვილი; მარიამ ჯაფარიძე

მთავარი მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი

თიბისი კონცეპტის გალერეა

პარტნიორები

იტალიის საელჩო საქართველოში; კინოს სახლი; გრავიტა; იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი

ვენეციის IUAV უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა)

განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს

რენატო რიცი

იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი. ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში.

რიცის მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტებს შორისაა ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: Gdansk Shakespearean Theatre (2005–2014), Area Sportiva Ghiaie (1984– 1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023).

რენატო რიცი არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ავტორია, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura. 

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ 

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ. 

Facebook Instagram LinkedIn

www.ubani.center

თიბისი კონცეპტის გალერეა

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს თბილისში, საქართველოში. გალერეა მდებარეობს ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის შენობაში, რომელიც ერთ-ერთია 1910-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩაზე აშენებულ მოდერნის სტილის ნაგებობებს შორის. გალერეა საგამოფენო პროექტებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგანმანათლებლო პროგრამებს – კურატორების მიერ ჩატარებულ ექსკურსიებს, ლექციებს, საუბრებს, ფილმების ჩვენებებს, საჯარო კითხვის საღამოებს, პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო სესიებს თიბისი კონცეპტის ქოლგის ქვეშ.

იტალიური დიზაინის დღე

იტალიის საელჩო საქართველოში სააგენტო ICE-სთან თანამშრომლობით ყოველწლიურად საქართველოში მართავს იტალიური დიზაინის დღეს, ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ორგანიზებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. მისი მიზანია ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის წარმოჩინება და მისი თავისებურებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. წლევანდელი თემაა Re Design, რომელიც სივრცეების, ობიექტების, იდეებისა და ურთიერთობების განახლებას ეძღვნება. სწორედ ამ ინიციატივასთან ასოცირდება „უბნისა“ და თიბისი კონცეპტი გალერეის ერთობლივი გამოფენა  „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“.