თათუზა ჯაზკლუბი

1110

სასტუმრო ტელეგრაფში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თათუზა ჯაზკლუბი გაიხსნა, რომელიც ლეგენდარული ბასისტის, თამაზ ყურაშვილის - თათუზას სახელს და მემკვიდრეობას ატარებს. 

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ყველა საღამოს ბილეთები 15% ფასდაკლებით შეიძინონ.

საქართველოში ჯაზი ყოველთვის სცდებოდა აკადემიურ საზღვრებს - ის იყო სულიერი ენა, იმპროვიზაციის პლატფორმა, თავისუფლების ხმა. საბჭოთა წლებშიც კი, როცა კონტროლი ყველაფერ განსხვავებულს ახშობდა, ჯაზი რჩებოდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ, სინათლესავით მღელვარედ გაჟღერებულ იმპულსად სიბნელეში.

ამ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია თამაზ ყურაშვილს - უნიკალურ შემსრულებელს, მასწავლებელს და მოტივატორს, რომელმაც ათეულობით მუსიკოსის გზა განსაზღვრა. თათუზა გახდა ქართული ჯაზის მამა-დამფუძნებელი.

თათუზას ოცნება, რომ საქართველოში მსოფლიო სტანდარტის ჯაზკლუბი ყოფილიყო, მისი გარდაცვალების შემდეგ ახდა. რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “ტელეგრაფში” 15 სექტემბრიდან თათუზა ჯაზკლუბმა ჯაზის ქართველი მოყვარულებისა და ქალაქის სტუმრებისთვის გახსნა კარი.

კლუბის კონცეფციაზე იმუშავა ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა Xavier Fabre-მა, რომელმაც შექმნა სივრცე განსაკუთრებული აკუსტიკისთვის საჭირო იშვიათი მასალებით. ინტერიერის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა გააფორმა - იმპროვიზაციისა და კონცენტრირებული მოსმენის ატმოსფეროზე მორგებული სივრცე. კლუბის აუდიო სისტემაზე კი მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბრენდებმა - L-Acoustics და Meyer Sound (აშშ) იმუშავა.

Tatuza Jazz Club თანამშრომლობს ცნობილ კულტურულ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან:

  • Eastern Promotions - ცნობილი ქართული კომპანია, რომელიც მრავალი წელია ქართული ჯაზ ფესტივალის უკან დგას

  • Joel Chriss - ამერიკელი აგენტი და საერთაშორისო ჯაზ სცენის გავლენიანი ფიგურა

  • ლაშა გოჩიაშვილი - ახალგაზრდა ქართველი პრომოუტერი, რომელიც კლუბის პროგრამულ და არტისტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მათთან ერთად, კლუბი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზ არტისტებს და თბილისში ახალ მუსიკალურ ეპოქას დაიწყებს.