<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
მუქი თემა
  • მთავარი chevron-right-outlined
  • ღონისძიებები chevron-right-outlined
  • გამოფენის ტურები: ირინა ჯიბუტი - ,,მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე’’chevron-right-outlined

გამოფენის ტურები: ირინა ჯიბუტი - ,,მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე’’

event

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას - ,,მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე’’

გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს: 

5 ნოემბერი, 19:00 - გამოფენის ტური კერამიკოს ირინა ჯიბუტთან

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://link.tbc.ge/4iAMCzT 

12 ნოემბერი, 19:00 - გამოფენის ტური კერამიკოს მერაბ გუგუნაშვილთან

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:  https://link.tbc.ge/4itkVbZ 

დასწრება თავისუფალია.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტურზე რეგისტრაციას, ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ.

მერაბ გუგუნაშვილი (დაბ. 1990) მხატვარი და კერამიკოსი, ცხოვრობს და მუშაობას თბილისში.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხი დიზაინის ფაკულტეტზე მხატვრული კერამიკის მიმართულებით. 

კერამიკის გარდა, მერაბი მუშაობს ტექსტილზე, ფერწერასა და ინსტალაციებზე. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა იკვლევს სოციალურ სტერეოტიპებს, გენდერს, იდენტობასა და სექსუალობას. ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გამოფენებია: პერსონალური გამოფენა ‘Anabzini on the Ice Lake’, გალერეა 4710, 2023 და ჯგუფური გამოფენა Frieze London-ში, 2024.

გამოფენის საფუძველია კვლევა საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებულ ბუნებრივ თიხებზე. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა. მისი მოპოვება, დამუშავება, გამოცდა, ფორმირება და გამოწვა თანდათან აჩენს ურთიერთობას ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.

დამატებითი ინფორმაცია გამოფენის შესახებ: https://tbcconcept.ge/ge/events/irina-jibuti-gamopena