🎷11-13 ივლისს, თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ.
ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან:
🎶11 ივლისი - ლედისი / LEDISI
🎶12 ივლისი - ვინსენ გარსია / VINCEN GARCIA | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT
🎶13 ივლისი - სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE
წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.
VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში - „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს.
ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19:00 საათზე გაიღება.
🎺ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa ბარათზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.
*ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას აუცილებლად აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი.
⸻
თიბისი კონცეპტი შავი ზღვის ჯაზფესტივალის წარმდგენია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:
VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი, რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge
ორგანიზატორი - „ისთერნ პრომოუშენსი“