globe-outlined
EN
მუქი თემა

მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში

1110 40 Musical Evenings

19 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში, ზაფხულის კონცერტების სერია გაიმართება - „მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“, რომელსაც Dec&Art Events წარმოგიდგენთ

მუსიკალურ საღამოზე, 19 ივნისს დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, 55-ე სასცენო წლის აღსანიშნავად

ის, რაც სიტყვებით არ ითქვა და მუსიკად იქცა… ხუთი ათეული წელი, რომელიც სიყვარულს, მონატრებას, საყვარელ ქალაქს, დროსა და ადამიანურ განცდებს ერთ შემოქმედებით საღამოში აერთიანებს…

5 ივლისს სცენაზე დათუნა ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე წარდგებიან - ორი განსხვავებული მუსიკოსი, რომელთა შემოქმედება ისტორიული ბაღში დაუვიწყარ მუსიკალურ განწყობას შექმნის

25 ივლისს კი ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართება, რომელიც ქართული სცენის დედოფალს, ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს ეძღვნება. საღამო ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციებსა და მოგონებებს გააცოცხლებს, რომელთაც შექმნეს ისტორია - სახელად ნანი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ ბილეთების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, TKT.GE-ზე მოცემული ბმულის მეშვეობით

*შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი

**შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, MC World Elite, Miles&Smiles Visa Signature

დასაწყისი - 20:00 საათი

მისამართი: თბილისი, რუსთაველის 6, ეროვნული სასახლე.

პროექტი ხორციელდება: საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მედია პარტნიორია: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი