<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

გამოფენის ტური: ნათელა გრიგალაშვილი ,,საით მიფრინავ ღრუბელო?’’

natela grigalashvili

თიბისი კონცეპტის გალერეა 22 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე  გიწვევთ  გამოფენის ტურზე, რომელსაც ჩაატარებს  ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/ 

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა ფოტო-სერიას, რომელიც ფერეიდანის იზოლირებულ კულტურულ კუნძულზე დაკვირვების მცდელობაა, სადაც ყოველდღიურობა სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა შერწყმული. წარსულისა და აწმყოს ეს გადაჯაჭვულობა საბოლოოდ დიალოგად იქცევა დროსა და სივრცეში - ლადო აღნიაშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილსა და ნათელა გრიგალაშვილის თვალით დღეს დანახულ ფერეიდანს შორის.

გამოფენა გრძელდება 24 სექტემბრამდე.

ოცდაათ წელზე მეტია, რაც ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. მისი ფოტოსერიების ძირითადი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და ის ცვლილებები, რომლებსაც თანამედროვეობა ამ გარემოში იწვევს. ნათელა გრიგალაშვილი ძირითადად გრძელვადიან პროექტებს ქმნის. ის თვეებსა და წლებს ატარებს იმ სივრცეში, რომელსაც იღებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო, მუდმივი ურთიერთობის გზით აღწევს მათ ნდობას, რაც მის ფოტოებს განსაკუთრებული სიახლოვის განცდასა და ინტიმურობას ანიჭებს.

დამატებითი ინფორმაცია გამოფენის შესახებ.