🍂 ☀️⛰️ მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში - 24-26 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტი და მოგზაური ერთობლივ, რაჭა-ლეჩხუმის აღმოჩენებით სავსე ტურს გთავაზობთ, ანა კორძაია-სამადაშვილის, აკა მორჩილაძისა და ადგილობრივი მასპინძლების მეგზურობით
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ტურზე ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით, ორადგილიან ნომერში ერთი ადამიანისთვის - 1480 ლარი დღგ-ს ჩათვლით, 1850 ლარის ნაცვლად
ტურის ღირებულებაში შედის:
დღე პირველი
ოყურეშის მარანი
ხვამლის მთა
ბარდნალა, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი
ცაგერი, ისტორიული მუზეუმი და სურათების გალერეა
დაბინავება სასტუმროში “ხვამლი 2002”
შეხვედრა და საღამოს საუბრები ისტორიკოს-მწერალ აკა მორჩილაძესთან
ღამისთევა სასტუმროში “ხვამლი 2002”
დღე მეორე
საუზმე სასტუმროში
გოგოლათი
ნიკორწმინდა
შაორის წყალსაცავი
ხემსი შაორზე
ამბროლაური - მუზეუმი და სტუმრობა ბესო კობახიძესთან სახელოსნოში
დაბინავება სასტუმროში „დაკიდულა”
ვახშამი „ჭრებალოს მარანში“
კინოფილმი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“;
საღამოს საუბრები, ანა კორძაია-სამადაშვილთან, თემაზე - „რაჭა-ლეჩხუმის მითოლოგია”
ღამისთევა სასტუმროში „დაკიდულა”
დღე მესამე
საუზმე „ჭრებალოს მარანში“ კულინარიული მასტერკლასით
ღვინის დეგუსტაცია მეღვინეობა - „მელიტონი“
ბარაკონი
მრავალძალი
ონი - მუზეუმი და სინაგოგა
ცხრაჯვარი (გზად)
სადილი - სოფელი არგვეთა, „ლია დეიდა“
დაბრუნება თბილისში
ტურზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 99 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მოგზაურის გუნდს: 599 380 817; 599 908 906