ELOSHI ქართული ბრენდია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და ქმნის ლატუნისა და ვერცხლის სამკაულებს, აქსესუარებსა და ტყავის ფეხსაცმელს. ბრენდის დამფუძნებლისა და დიზაინერის, ლელა ელოშვილის შემოქმედებითი ხედვა ეფუძნება ინდივიდუალიზმს, თავისუფლებასა და გამორჩეულ სტილს. ELOSHI გამოირჩევა თამამი დიზაინითა და უნიკალური ესთეტიკით, რომელმაც საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, ბრენდის ნამუშევრებს ისეთი ცნობილი სახეები ატარებენ, როგორებიც არიან კეტი პერი და ჯიჯი ჰადიდი.