globe-outlined
ქარ
მუქი თემა

ACOLADA - კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის

Acolada Banner

თიბისი კონცეპტი, Mastercard-ი და ხელოვანთა გაერთიანებაკონცეპტArt-ი, 21 ივნისს გთავაზობთ პროექტს - AKOLADA კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის.

პროექტის მიზანია ბავშვების კომპლექსური და კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, მუსიკის მოსმენის პარალელურად ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი შთაბეჭდილებები.

პროექტი გათვლილია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მომზადებული მუსიკალური პროგრამის გარდა, წარმოგიდგენთ ჩვენს არტისტებს/მთხრობელებს, მუსიკოსები: სესილია სანებლიძე (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), ელენე გოგოძე (ალტი) და გიორგი გურგენაძე (ჩელო). არტისტების მიზანია პროექტი გახადონ ინტერაქციული და საინტერესო.

პროგრამაში გაერთიანებული იქნება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები: გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, მოცარტი, ჰაიდნი და ა.შ.

პროექტისთვის ACOLADA სასცენო კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა ლაშა გაბუნიამ. დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე, სცენარის ავტორი და კრეატიული პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლიკს.

თიბისი კონცეპტ და WM Mastercard ბარათების მფლობელებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.