<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
მუქი თემა

Visa Signature ბარათის სამოგზაურო დაზღვევის ზოგადი პირობები

VisaSignatureInsurance

თუკი სამოგზაურო ხარჯები დაფარული გაქვთ TBC Concept Visa Signature ან სამოგზაურო Visa Signature ბარათით, შესაძლებლობა გეძლევათ ისარგებლოთ სამოგზაურო დაზღვევით. დაზღვევა ვრცელდება ბარათის მფლობელის მაქს. 5 ოჯახის წევრზეც, თუკი ისინი ბარათის მფლობელთან ერთად მოგზაურობენ.

სამოგზაურო დაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სადაზღვევო მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურებას სრულად მოგაწვდით Chubb Insurance South Africa Limited (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.