TBC Concept Visa Signature და სამოგზაურო Visa Signature ბარათის მფლობელებს სამოგზაურო ხარჯების აღნიშნული ბარათით დაფარვის შემთხვევაში, უცხოეთში მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას, აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ მაქს. 5,000$-ის ფარგლებში ანაზღაურება გარკვეული პირობების გათვალიწინებით.
ანაზღაურებას ექვემდებარება მოგზაურობასთან დაკავშირებული წინასწარ გადახდილი ისეთი აუცილებელი ხარჯების (ტრანსპორტი, საცხოვრებელი, მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯი) ანაზღაურება, რომელიც სხვა გზით არ ანაზღაურდება ან მათი გადახდის ვალდებულება კონტრაქტით ეკისრება ბარათის მფლობელს.
ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია, თუკი მოგზაურობის გაუქმება არის აუცილებელი ან მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა ხდება ისეთი გარემოებების გამო, რომლებიც სცდება ბარათის მფლობელის კონტროლს და რომელთა შესახებაც მისთვის არ იყო ცნობილი მოგზაურობის დაგეგმვისას. ეს გარემოებებია:
ბარათის მფლობელის ან მისი უშუალო ოჯახის წევრის მოულოდნელი ავადმყოფობა, ტრავმა ან გარდაცვალება;
ბარათის მფლობელის ორსულობის გართულება;
მკურნალი ექიმის მითითებით ბარათის მფლობელის სავალდებულოდ გადაყვანა კარანტინში;
ბარათის მფლობელის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება ან სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოძახება.
მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სადაზღვევო მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურებას სრულად მოგაწვდით Chubb Insurance South Africa Limited (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.
ანაზღაურების მისაღებად საჭირო სპეციალური პირობები
chevron-down-outlinedმოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, ბარათის მფლობელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს საერთაშორისო სამედიცინო ცხელ ხაზს (SOS) +380 (44) 499 39 75 ან ვიზას კონსიერჟს;
გარდაცვალების, ფიზიკური ტრავმის ან ავადმყოფობის გამო მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მკურნალი ექიმის შესაბამისი ცნობა და საერთაშორისო SOS სამსახურის წინასწარი თანხმობა;
თუ ბარათის მფლობელი დროულად არ შეატყობინებს ტურისტულ სააგენტოს, სასტუმროს ან საცხოვრებლის მფლობელს მოგზაურობის შეწყვეტის საჭიროების შესახებ, სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება შემოიფარგლება მოგზაურობის გაუქმებასთან დაკავშირებული მხოლოდ ისეთი ხარჯის ანაზღაურებით, რომელიც ბარათის მფლობელს სტანდარტულად დაეკისრებოდა დაგვიანებული შეტყობინების გარეშე;
თუკი მოგზაურობის გაუქმების მიზეზი არის ბარათის მფლობელის ფიზიკური ტრავმა, ავადმყოფობა ან კარანტინში გადაყვანის აუცილებლობა, ანაზღაურების მისაღებად მან უნდა წარმოადგინოს მკურნალი ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს მოგზაურობის გაუქმების აუცილებლობას;
მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ზარალის დაანგარიშება მოხდება ბარათის მფლობელის თავის ბინადრობის ქვეყანაში დაბრუნების დღიდან.
რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას
chevron-down-outlinedანაზღაურებას არ ექვემდებარება მოგზაურობის გაუქმებასთან ან ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯები:
უკვე არსებულ ჯანმრთელობის პრობლემასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ხარჯები;
ხარჯები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ბარათის მფლობელის უშუალო ოჯახის წევრის წინარე სამედიცინო მდგომარეობას, რომლის შესახებაც ბარათის მფლობელისთვის ცნობილი იყო მოგზაურობის დაგეგმვამდე. კერძოდ:
დასმული იყო ლეტალური დაავადების ბოლო სტადიის დიაგნოზი;
დაგეგმილი იყო ქირურგიული ოპერაცია, ჰოსპიტალური მკურნალობა ან დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ან ცნობილი იყო ამგვარი საჭიროების შესახებ;
მოგზაურობის გაუქმებამდე ან დაგეგმვამდე 90 დღით ადრე (გათვალისწინებული იქნება უფრო გვიანი თარიღი) ცნობილი გახდა ქირურგიული ჩარევის, ჰოსპიტალური მკურნალობის ან ჰოსპიტალური კონსულტაციების საჭიროების შესახებ.
ხარჯი, რომელიც უკავშირდება რომელიმე ქვეყნის მთავრობის ან სახელმწიფო უწყებ(ებ)ის ბრძანებას/რეგულაციას (მათ შორის, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრების/საბაჟო კონტროლის პუნქტების ჩაკეტვის ან მგზავრობის შეზღუდვის შესახებ);
აეროპორტის გადასახადები/მოსაკრებლები;
საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯები, თუ ბარათის მფლობელის ტრანსპორტირების და/ან საცხოვრებლის კლასი საგრძნობლად აღემატება მოგზაურობის დროს გაწეულ ანალოგიურ ხარჯებს.
ნებისმიერი ხარჯი, თუკი ბარათის მფლობელი მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე დასრულების შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს საერთაშორისო SOS სამსახურს;
ხარჯები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის ისეთ მიზეზს, რომელიც ცნობილი იყო ბარათის მფლობელისთვის მოგზაურობის დაგეგმვამდე და გონივრულად წარმოშობს მოგზაურობის გაუქმების ან ვადაზე ადრე დასრულების მოლოდინს;
ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაიფარა ავიაკომპანიის ლოიალურობის პროგრამის გამოყენებით;
ორსულობის გართულებასთან დაკავშირებული ხარჯი, თუ გართულებამ პირველად თავი იჩინა:
მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში
- მოგზაურობის დაჯავშნის ან თანხის გადახდის თარიღამდე (ამ ორი თარიღიდან გათვალისწინებული იქნება უფრო გვიანდელი);
მოგზაურობის ვადაზე ადრე დასრულების შემთხვევაში
- გამგზავრებამდე. გაუთვალისწინებელ გართულებაში არ იგულისხმება ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა ან მშობიარობა ან მგზავრობა მიუხედავად ექიმის მიერ ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკის დადგენისა.
ნებისმიერი ხარჯი, თუ ბარათის მფლობელი არ წარმოადგენს ბინადრობის ქვეყანაში ვადაზე ადრე დაბრუნების საჭიროების დამადასტურებელ სამედიცინო დასკვნას, რომელსაც გასცემს ბარათის მფლობელის მკურნალი ექიმი მოგზაურობის/ ინციდენტის ადგილზე;
ხარჯები, რომელიც უკავშირდება მოგზაურობისთვის საჭირო პასპორტის ან ვიზის მიღებას ან მიუღებლობის გამო მოგზაურობის გაუქმებას/ვადაზე ადრე შეწყვეტას.
როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?
chevron-down-outlinedროგორ უნდა მიმართოთ სადაზღვევო კომპანიას ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით?
chevron-down-outlinedანაზღაურების მისაღებად სადაზღვევო კომპანიასთან მოთხოვნის დაფიქსირება საჭიროა სადაზღვევო ინციდენტიდან მაქს. 90 დღის ვადაში. მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
ელ.ფოსტაზე visaclaims@crawco.pl, სადაც საჭიროა გაიგზავნოს:
ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და მისამართი;
ბარათის პირველი 9 ციფრი;
სადაზღვევო ინციდენტის ტიპი და მოკლე აღწერა;
ინციდენტის თარიღი;
ბარათით სამოგზაურო ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამოგზაურო ხარჯების TBC Concept Visa Signature ან სამოგზაურო Visa Signature ბარათით დაფარვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტაცია (საბანკო ქვითარი ან ცნობა ბანკიდან ) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ბარათის მფლობელის სახელი და გვარი;
თანხა, რომელიც გადახდილია TBC Concept Visa Signature ან სამოგზაურო Visa Signature ბარათით;
ბარათის პირველი 9 ციფრი;
გადახდის დანიშნულება;
გადახდის თარიღი.
ელფოსტის პასუხად მიიღებთ შესავსებ ფორმას, რომელიც სრულყოფილად შევსებული იგივე მისამართზე უნდა გააგზავნოთ ყველა დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. პროცესის გასამარტივებლად, სასურველია crawco.pl დაამატოთ თქვენთვის სანდო ელმისამართების სიას.
სადაზღვევო მოთხოვნების პორტალზე, სადაც შესაძლებელია პერსონალური პროფილის შექმნა და მისი საშუალებით ანაზღაურების მოთხოვნის ფორმის შევსება.
TBC Concept x Visa concierge ჩატბოტის საშუალებით ვიზას კონსიერჟთან საკითხის დაფიქსირება. კონსიერჟი დაგეხმარებათ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების პროცესის მართვაში.
ანაზღაურების მიღებამდე ბარათის მფლობელმა უნდა შეინახოს სადაზღვევო კომპანიასთან გაგზავნილი ყველა საბუთის ორიგინალი.