<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
მუქი თემა

თიბისი დაზღვევა

chatbot insurance

თუ სამოგზაურო ხარჯები არ დაგიფარავთ Visa Signature ბარათით, შესაძლებლობა გაქვთ წელიწადში 30 დღე უფასოდ ისარგებლოთ თიბისი დაზღვევის სამოგზაურო ნაკრებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოგზაურობისას თავი აარიდოთ მოულოდნელ ხარჯებს.

სამოგზაურო დაზღვევა მოქმედებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (გამონაკლისი ქვეყნების შესახებ დამატებითი განმარტება იხილეთ ხშირად დასმული კითხვების სექციაში). დაზღვევის პოლისი ითვალისწინებს მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესების ან უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას 60 000 EUR/USD-ის ფარგლებში. დაზღვეულის მიერ ასანაზღაურებელი წილი, ანუ ფრანშიზა კი, შეადგენს 50 EUR/USD-ს.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას თქვენთვის მოსახერხებელი შემდეგი არხების გამოყენებით:

  • კომპანიის სტაციონარული ნომერი: +995 32 24 11 11

  • კომპანიის აპლიკაციის საშუალებით:

სადაზღვევო მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურებას სრულად მოგაწვდით თიბისი დაზღვევა (შემდგომში „კომპანია").

კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.

სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დასაფარი ხარჯების განმარტება

chevron-down-outlined

სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ლიმიტები და ქველიმიტები

chevron-down-outlined