Miles&Smiles თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ წელიწადში 8-ჯერ უფასოდ ისარგებლონ სერვისით Smart delay.
სერვისი Smart delay (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, მომსახურებას მოგაწვდით Collinson Insurance Services Limited (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.
სერვისის აღწერა:
სერვისი Smart delay Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას ფრენის მინ. 1 საათით გადადების შემთხვევაში, 4 თანმხლებ პირთან ერთად უფასოდ ისარგებლონ მსოფლიოს მასშტაბით 1200-ზე მეტი Lounge Key-ის ლაუნჯით, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა მასზე წინასწარი რეგისტრაცია. წლის მანძილზე განსაზღვრულ Smart delay-ს უფასო ლიმიტს სერვისზე რეგისტრაცია გამოაკლდება მხოლოდ ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში. თუ მომხმარებელი წინასწარ დარეგისტრირდა სერვისზე, მაგრამ არ მოუწია ვაუჩერის გამოყენება, მას შეუნარჩუნდება იგივე ოდენობის Smart delay-ს უფასო სერვისი, რამდენიც მანამდე ჰქონდა.
სერვისზე რეგისტრაციის და გამოყენების ინსტრუქცია
chevron-down-outlinedიმისთვის რომ ისარგებლოთ სერვისით Smart delay, საჭიროა რეისის დაგეგმილ დრომდე დაარეგისტრიროთ თქვენი და თქვენი თანმხლები პირების ფრენის მონაცემები პორტალზე https://visa.smartdelay.com/cemea.
რეგისტრაციისას საჭიროა:
სერვისის ხელმისაწვდომობის გადასამოწმებლად, შესაბამის ველში მიუთითოთ სამოგზაურო VISA Signature ბარათის ნომერი;
თითოეული ფრენისთვის, მათ შორის დამაკავშირებელი ფრენ(ებ)ისთვისაც, ცალ-ცალკე შეიყვანოთ თქვენი და თანხმლები მგზავრების მონაცემები (სახელი, გვარი, რეისის ნომერი, ფრენის თარიღი, მიმართულება, დრო );
მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელზეც მიიღებთ სმს შეტყობინებას ვაუჩერების გამოგზავნასთან დაკავშირებით;
მიუთითოთ ელ. ფოსტის მისამართი, სადაც თავდაპირველად მიიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელ მეილს, ფრენის მინ. 1 საათით გადადების შემთხვევაში კი (თუკი კმაყოფილდება სერვისის მიღების პირობები), თითოეული მგზავრისთვის ინდივიდუალურად გამოგეგზავნებათ ლაუჯით უფასოდ სარგებლობის ვაუჩერ(ებ)ი, რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას Lounge Key-ს ლაუნჯის მდებარეობის შესახებ;
საჭიროა თითოეული ფრენის მონაცემის ცალ-ცალკე რეგისტრაცია. ასევე, ერთ ჯერზე რეგისტრირებული ფრენების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს;
მგზავრების მონაცემების რეგისტრაციისას, აუცილებელია თითოეული მგზავრის სახელი და გვარი ზუსტად ემთხვეოდეს ბილეთის შეძენისას და შესაბამისად ჩასხდომის ბარათზე მითითებულ მონაცემებს;
სასურველია წინასწარ გადაამოწმოთ კონკრეტული ლაუნჯის ბავშვების მომსახურებასთან დაკავშირებული წესები.* ზოგიერთ ლაუნჯში ბავშვები არ დაიშვებიან, ზოგს კი განსაზღვრული აქვს ასაკი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს უფასოდ ემსახურება. თუკი თანმხლები ბავშვ(ებ)ის ასაკი ჯდება შესაბამის ასაკობრივ ზღვარში, მათი smart delay-ს სერვისზე რეგისტრაცია აღარ იქნება საჭირო;
მონაცემების შეცდომით რეგისტრაციის შემთხვევაში, აუცილებელია გაუქმდეს შეცდომით დარეგისტრირებული მონაცემი და მოხდეს ხელახალი რეგისტრაცია. რეგისტრირებული მონაცემების გასაუქმებლად საჭირო ლინკს იპოვით რეგისტრაციის დამადასტურებელ მეილში. მონაცემების ხელახალი რეგისტრაცია კი დაშვებულია მხოლოდ ფრენის დაგეგმილ დრომდე;
სერვისზე რეგისტრაციას ვერ შეძლებთ, თუკი მითითებულ აეროპორტში არ არის lounge Key-ის ლაუნჯი.
ფრენის 1 საათზე მეტი პერიოდით გადადების შემთხვევაში (თუკი კმაყოფილდება სერვისის მიღების პირობები), რეგისტრირებულ ელ ფოსტაზე მიიღებთ ვაუჩერ(ებ)ს, რომელთა ლაუნჯში წარდგენაც საჭიროა პასპორტ(ებ)თან და ჩასხდომის ბარათ(ებ)თან ერთად.შესაძლებელია თანმხლები პირების მიერ სერვისის მიღება მოხდეს სამოგზაურო VISA Signature ბარათის მფლობელის ფიზიკური თანხლების გარეშეც. ამისთვის საკმარისია მათ სახელზე გამოწერილი ვაუჩერების სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ლაუნჯში წარდგენა.*კონკრეტული ლაუნჯის მომსახურების ინდივიდუალური წესების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე ან Lounge key-ის აპლიკაციის საშუალებით ( IOS / ANDROID)
სერვისის მიღების დამატებითი პირობები
chevron-down-outlinedსერვისზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ლაუნჯით უფასოდ სარგებლობის ვაუჩერ(ებ)ი გაეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ავიაკომპანია ფრენის გადადების შესახებ ინფორმაციას ასახავს FlightStats-ის ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში;
სერვისი არ ვრცელდება ჩარტერული რეისების გადადების შემთხვევაში;
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ Lounge Key-ს ლაუნჯებში;
სერვისი არ ვრცელდება გაუქმებული ან 24 საათზე მეტი პერიოდით გადადებული ფრენის შემთხვევაში;
ვაუჩერი ვალიდურია გაცემიდან 24 საათის მანძილზე და მისი გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული ლაუნჯის სამუშაო საათების ფარგლებში.*
თუკი ლაუნჯი გადატვირთულობის გამო ვერ შეძლებს დამატებით მგზავრების მიღებას, შესაძლებელია ვაუჩერის გამოყენება იმავე აეროპორტში Lounge Key-ს ალტერნატიულ ლაუნჯში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
smart delay-ს ვაუჩერით არ იფარება ის დამატებითი ფასიანი სერვისები, რასაც შესაძლოა კონკრეტული ლაუნჯი სთავაზობდეს მომხმარებელს. მსგავსი სერვისები განისაზღვრება ლაუნჯის მომსახურების ინდივიდუალური წესების შესაბამისად*;
არ ხდება ვაუჩერების ელ ფოსტაზე განმეორებით გამოგზავნა, თუკი ისინი შემთხვევით წაგეშალათ. ვაუჩერების განმეორებით მისაღებად საჭიროა პორტალის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება.
*კონკრეტული ლაუნჯის მომსახურების ინდივიდუალური წესების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე ან Lounge key-ს აპლიკაციის საშუალებით ( IOS / ANDROID)