თიბისი კონცეპტის VISA Signature ბარათის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ შენაძენის დაზღვევით, რაც გულისხმობს აღნიშნული ბარათით შეძენილი ნივთის ჩანაცვლებას, შეკეთებას ან ღირებულების ანაზღაურებას შეძენიდან 365 დღის განმავლობაში, მისი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში.
დაზღვევა მოქმედებს როგორც მოგზაურობისას, ასევე მუდმივი ბინადრობის ქვეყანაში განხორციელებულ შენაძენებზე. იგი ვრცელდება მხოლოდ პირადი მოხმარების და არაკომერციული მიზნით შეძენილ ნივთებზე, მათ შორის საჩუქრებსა და ონლაინ განხორციელებულ შენაძენზეც.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეგიძლიათ მიმართოთ ვიზას კონსიერჟის გუნდს, რომელიც დაგეხმარებათ სადაზღვევო კომპანიასთან ყველა ფორმალური საკითხის მოგვარებაში.
სადაზღვევო მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურებას სრულად მოგაწვდით Chubb Insurance South Africa Limited (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.
დაზღვევის ლიმიტები
chevron-down-outlinedანაზღაურებისთვის საჭირო პირობები
chevron-down-outlinedიმისთვის, რომ თქვენი შოპინგი უფრო დაცული გახადოთ, საჭიროა, გაითვალისწინოთ შემდეგი:
დაზღვევით სარგებლობისთვის შეძენილი ნივთის მინიმალური ღირებულება უნდა შეადგენდეს მინ. 100$-ს;
ნივთის ღირებულება სრულად უნდა იყოს გადახდილი თიბისი კონცეპტ VISA Signature ან სამოგზაურო VISA Signature ბარათით (ნივთის ლოიალურობის ქულებით ან განვადებით შეძენა არ ექვემდებარება ანაზღაურებას);
შენაძენის დაზღვევა გულისხმობს შესაბამისი ზარალის მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებას, თუკი იგი არ იფარება ნივთის გარანტიით ან სხვა დაზღვევის ფარგლებში;
ისეთი ნივთების დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს კომპლექტის ნაწილს ან გამოიყენება წყვილში, ანაზღაურების ლიმიტად განისაზღვრება კომპლექტის ან წყვილის სრული ღირებულება;
ონლაინ შეძენილი ნივთის ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ტრანსპორტირება განახორციელა ისეთმა საკურიერო კომპანიამ, რომელიც იძლევა ამანათის მდებარეობის გადამოწმების შესაძლებლობას და მომწოდებელი და გადამზიდი არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის დაზიანებაზე ან დაკარგვაზე;
თუკი შეძენილი ნივთი არის სხვისთვის განკუთვნილი საჩუქარი, ბარათის მფლობელის თანხმობით თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს პირდაპირ ნივთის მფლობელს;
სადაზღვევო კომპანიისგან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული ნივთის, წყვილის ან სრული ნაკრების სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდება. ამასთან, სადაზღვევო კომპანიას ბარათის მფლობელისგან უნდა მიენიჭოს პასუხისმგებელი მხარისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილება;
ანაზღაურების მისაღებად საჭიროა, სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: შესყიდვის ქვითარი, ბარათით თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საბარათე ანგარიშიდან ამონაწერთან ერთად, ნივთის საგარანტიო ბარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პოლიციაში დაფიქსირებული განაცხადი (ნივთის ქურდობის შემთხვევაში);
სადაზღვევო კომპანიამ ასევე შეიძლება მოითხოვოს წერილობითი დასტური, რომ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით პარალელურად არ მიგიმართავთ სხვა სადაზღვევო ორგანიზაციისთვის.
შენაძენის დაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (გვ. 31-32)
რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას
chevron-down-outlinedანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები:
თუკი ნივთის დაკარგვის ან დაზიანების მიზეზი არ არის ქურდობა ან ხანძარი;
ნივთის დაზიანება გამოიწვია უყურადღებობამ ან მწარმოებლის მიერ გაცემული გამოყენების ინსტრუქციის დარღვევამ;
ნივთი არის მეორადი ან თაღლითური გზით შეძენილი;
თუკი ნივთის დაზიანება ხდება განზრახ, მისი შეცვლის მიზნით;
თუკი ნივთს აქვს საწარმოო წუნი;
თუკი ქურდობის შესახებ არ განხორციელდა პოლიციის შეტყობინება ფაქტის აღმოჩენიდან 48 საათში და არ არსებობს შესაბამისი წერილობითი განაცხადი;
თუკი უყურადღებობის გამო ნივთი ხელმისაწვდომი იყო მესამე პირისთვის;
თუკი ნივთი მოპარულია სატრანსპორტო საშუალებიდან;
თუკი ნივთის ქურდობა განხორციელდა შენობიდან, მაგრამ არ აღინიშნება შენობაში შეჭრის და დაზიანების კვალი;
ძვირფასეულობის და ფოტო/ვიდეო მოწყობილობების ქურდობა, თუკი ისინი განთავსებული იყო ბარგში და არ იყო ბარათის მფლობელის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;
სხვადასხვა სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი აქსესუარების დაზიანება და ქურდობა: ავტომობილი, მოტოციკლეტი, ველოსიპედი, ნავი და სხვა;
ძვირფასი ლითონები, ვერცხლი, ოქრო, იშვიათი მონეტები, საფოსტო მარკები და საკოლექციო ნივთები;
ცხოველები, მცენარეები და მალფუჭებადი ნივთები;
ნივთის შეკეთების ხარჯები, რომელიც წინასწარ არ არის შეთანხმებული სადაზღვევო კომპანიასთან;
მიწისძვრის ან ნესტის შედეგად გამოწვეული დაზიანება;
შენაძენის დაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (გვ. 31-32)
როგორ უნდა მიმართოთ სადაზღვევო კომპანიას ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით?
chevron-down-outlinedანაზღაურების მისაღებად სადაზღვევო კომპანიასთან მოთხოვნის დაფიქსირება საჭიროა სადაზღვევო ინციდენტიდან მაქს. 90 დღის ვადაში. მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
ელ.ფოსტაზე visaclaims@crawco.pl, სადაც საჭიროა გაიგზავნოს:
ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და მისამართი;
ბარათის პირველი 9 ციფრი;
სადაზღვევო ინციდენტის ტიპი და მოკლე აღწერა;
ინციდენტის თარიღი;
ბარათით სამოგზაურო ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამოგზაურო ხარჯების TBC Concept Visa Signature ან სამოგზაურო Visa Signature ბარათით დაფარვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტაცია (საბანკო ქვითარი ან ცნობა ბანკიდან ) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ბარათის მფლობელის სახელი და გვარი;
თანხა, რომელიც გადახდილია TBC Concept Visa Signature ან სამოგზაურო Visa Signature ბარათით;
ბარათის პირველი 9 ციფრი;
გადახდის დანიშნულება;
გადახდის თარიღი.
ელფოსტის პასუხად მიიღებთ შესავსებ ფორმას, რომელიც სრულყოფილად შევსებული იგივე მისამართზე უნდა გააგზავნოთ ყველა დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. პროცესის გასამარტივებლად, სასურველია crawco.pl დაამატოთ თქვენთვის სანდო ელმისამართების სიას.
სადაზღვევო მოთხოვნების პორტალზე, სადაც შესაძლებელია პერსონალური პროფილის შექმნა და მისი საშუალებით ანაზღაურების მოთხოვნის ფორმის შევსება.
TBC Concept x Visa concierge ჩატბოტის საშუალებით ვიზას კონსიერჟთან საკითხის დაფიქსირება. კონსიერჟი დაგეხმარებათ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების პროცესის მართვაში.
ანაზღაურების მიღებამდე ბარათის მფლობელმა უნდა შეინახოს სადაზღვევო კომპანიასთან გაგზავნილი ყველა საბუთის ორიგინალი.