არ აქვს მნიშვნელობა, დაგეგმვის ეტაპზე გაგიჩნდებათ კითხვები თუ უშუალოდ მოგზაურობის პერიოდში შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24/7-ზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ VISA-ს საერთაშორისო ცხელ ხაზს და მიიღოთ უფასო საინფორმაციო მხარდაჭერა.
სამედიცინო და სამოგზაურო დახმარების ცხელ ხაზთან დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომრებზე:
მოგზაურობისას სერვისით უფასოდ სარგებლობა შესაძლებელია თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის დატოვებიდან 90 დღის მანძილზე. სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ თქვენი ოჯახის წევრებსაც, თუკი ისინი თქვენთან ერთად მოგზაურობენ.
უფასო სერვისებში შედის:
სატელეფონო კონსულტაცია;
აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებასთან ან ექიმთან დაკავშირება;
კონკრეტულ ქვეყანაში ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიღება;
ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, როგორც ჰოსპიტალიზაციის პერიოდში (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ასევე მის შემდეგაც;
კონკრეტული მედიკამენტის ან სამედიცინო აღჭურვილობის მოძიება;
სამოგზაურო დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაცია.
ცხელი ხაზის საშუალებით ასევე შესაძლებელია:*
იურიდიული კონსულტაცია;
პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების მიღების ორგანიზება;
სამედიცინო ევაკუაცია.
*აღნიშნული სერვისების მიღებისას აუცილებელია მათი ღირებულების გადახდა.
თუ ვერ ახერხებთ საერთაშორისო ცხელ ხაზთან დაკავშირებას, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან მოგზაურობისას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დახმარების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ VISA-ს კონსიერჟს ჩატ-ბოტის საშუალებით.
სადაზღვევო მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურებას სრულად მოგაწვდით Chubb Insurance South Africa Limited (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.