თქვენ გეკუთვნით მაქს. 300$-ის მოცულობის სადაზღვევო ანაზღაურება, თუკი საერთაშორისო მოგზაურობისას თქვენმა რეისმა (ავია ან მატარებლის რეისი) დაგეგმილ დროსთან შედარებით მინ. 4 საათით დაიგვიანა შემდეგი მიზეზების გამო:
გაფიცვა ან თანამშრომელთა საპროტესტო აქცია;
ამინდის გაუარესება;
თვითმფრინავის ან მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა ან მწყობრიდან გამოსვლა.
ანაზღაურების მისაღებად, სადაზღვევო კომპანიას უნდა წარუდგინოთ:
ავიაკომპანიის/სარკინიგზო კომპანიის ოფიციალური ცნობა, რომელიც დაადასტურებს რეისის დაგვიანების ხანგრძლივობასა და მიზეზს.
ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემდეგი შემთხვევები:
თუკი ბილეთის დაჯავშნის დღეს უკვე საჯაროდ იყო ცნობილი მიმდინარე/დაგეგმილი გაფიცვის ან რეისის დაყოვნების შესახებ;
თუკი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციით თვითმფრინავი ან მატარებელი დროებით ან მუდმივად მოიხსნა რეისიდან;
თუკი განრიგით გათვალისწინებული მგზავრობის დროიდან 4 საათის გასვლამდე ბარათის მფლობელს შესთავაზეს მგზავრობის გონივრული ალტერნატიული საშუალება.
თუკი ავია ან მატარებლის რეისის მინ. 24 საათიანი დაგვიანების შემდეგ მიიღებთ მოგზაურობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, მაქს. 5,000$-ის ფარგლებში შეგიძლიათ მოითხოვოთ შეწყვეტილი მოგზაურობისთვის წინასწარ გაწეული აუცილებელი სამგზავრო ან საცხოვრებლის ისეთი ხარჯის ანაზღაურება, რომელიც სხვა გზით არ ექვემდებარება ანაზღაურებას ან კონტრაქტით გაკისრიათ მისი გადახდის ვალდებულება.
ფრენის ან სარკინიგზო რეისის გაუქმება არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვიზას კონსიერჟს.
დაზღვევის პირობებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს