ინტერნეტ როუმინგით მომსახურება (შემდგომში - „მომსახურება") წარმოადგენს დამატებით ბენეფიტს, რომლითაც, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ ისარგებლოთ. დაინტერესების შემთხვევაში, მომსახურებას მოგაწვდით HighPass Europe OÜLLC (შემდგომში - „კომპანია"). კომპანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების გაწევაზე და ასევე, ერთპიროვნულად ადგენს მომსახურების წესებსა და პირობებს. მომსახურებაზე, წესების და პირობების სათანადო წესით შესრულებაზე - პასუხისმგებელია კომპანია.