გამგზავრებისთვის სრულყოფილად მომზადება და ყველა პროცესის მშვიდად გავლა, მოგზაურობისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
თიბისი კონცეპტი მუდმივად ზრუნავს თქვენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე, განსაკუთრებით კი ისეთ კომპლექსურ პროცესებში, როგორიც გასამგზავრებლად მზადებაა.
გაეცანით თქვენთვის შექმნილ საბანკო სერვისებსა და სამოგზაურო შეთავაზებებს, რომლებიც მოგზაურობის მშვიდად და სრულყოფილად დაგეგმვას გაგიმარტივებთ.
სამოგზაურო უპირატესობები თიბისი კონცეპტისგან
სანამ მოგზაურობის დაგეგმვას დაიწყებთ, სასტუმროს თუ გადაადგილების საშუალების შერჩევამდე გაეცანით თიბისი კონცეპტის სამოგზაურო შეთავაზებებს, სადაც სასტუმროებზე, ტრანსპორტზე, ავტომობილის დაქირავების სერვისებსა და შოპინგზე ფასდაკლებებს აღმოაჩენთ.
კომფორტული მგზავრობისთვის
რაც ყველა მოგზაურობაში დაგჭირდებათ
კომფორტული გადახდა მოგზაურობისას
როგორ შეძლებთ ბარათის დაბლოკვასა და განბლოკვას საზღვარგარეთიდან?
chevron-down-outlinedბარათის დაკარგვის ან საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში, შესაძლებელია მობაილბანკიდან ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა. ამისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს მობაილ ბანკში:
მთავარი გვერდი
აირჩიეთ ბარათი
ბარათის ოპერაციების ჩამონათვალში აირჩიეთ დაბლოკვის/განბლოკვის ფუნქციონალი და მიჰყევით პროცესს.
როგორ განაახლებთ ბარათს საზღვარგარეთიდან?
chevron-down-outlinedთუ ბარათი დაკარგეთ ან დაგებლოკათ, მობაილბანკში ბარათის განახლება და მისი ციფრული ანალოგით სარგებლობა შეგიძლიათ:
მთავარი
ჩემი პროდუქტები
ბარათის განახლება
მიჰყევით პროცესს
როგორ მიიღოთ დისტანციური მომსახურება საზღვარგარეთიდან?
chevron-down-outlinedთუ საზღვარგარეთ ყოფნისას ვერ ახერხებთ დისტანციურად თვითმომსახურებას და გსურთ ბანკში დაფიქსირებული მონაცემების განახლება (მაგ: მობაილ ბანკის პაროლის განახლება, მობილური ნომრის და/ან ელ.ფოსტის ცვლილება, საპასპორტო მონაცემების განახლება) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მოითხოვეთ თქვენთვის სასურველ დროს ვიდეო ზარით კონსულტაცია. https://tbcbank.ge/digital-services/video-bank
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 24/7 კონცეპტ ცენტრს *2700 ან მოგვწეროთ მობაილბანკის ჩატში.
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას
თიბისი კონცეპტი