globe-outlined
ქარ
მუქი თემა

ღონისძიება - განმანათლებელი, გავლენიანი ქართველი გოგონების ამბები

კონცეპტი
დასაწყისი: 7 მარტი
pexels-ron-lach-8242510 (1)

Ibis Styles

7 მარტს, ქალთა დღის აღსანიშნად, ibis Styles Old Tbilisi უმასპინძლებს ნინი მირაბალდის საავტორო ლექცია–ვორქშოფს ‘’ფემნავიგატორები’,’ რომელიც საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მირაბალდების“ დამფუძნებელია.

ღონისძიება განკუთვნილია მოზარდებისთვის 9 წლის ასაკიდან და ვორქშოფის მთავარი მიზანი ახალგაზრდებამდე ძლიერი და გავლენიანი ქართველი ქალების ისტორიის მიტანაა.

ღონისძიების განმავლობაში საუბრები იქნება ქალებზე, რომელთა წვლილი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვორქშოფის პრაქტიკული ნაწილი იქნება ინტერაქტიული და შემოქმედებითი. მონაწილეები იმუშავებენ სპეციალურად შექმნილ ილუსტრირებულ მასალაზე, რომელიც ქალი გმირების ისტორიებს ასახავს.

ღონისძიების ბოლოს თითოეული მონაწილე საჩუქრად მიიღებს გასაფერადებლების კრებულს და სპეციალურ სერთიფიკატს.

ასაკი: შეზღუდული არ არის

ღონისძიების ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

ღირებულება - 65 ლარი

თიბისი კონცეპტის სპეციალური ფასი - 45 ლარი

ბილეთების შესაძენად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და აირჩიოთ ფასდაკლებული ბილეთი

დასაწყისი: 7 მარტი